ალბათ ყველას გქონიათ კითხვა, როგორ შევინახოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები ისე, რომ არ დავკარგოდ ისინი და თან ამავდროულად გვქონდეს ამ მონაცემთა სარეზერვო ასლი? პასუხი მარტივია RAID მასივი. რა არის RAID-ი, მცირი ისტორია მის შესახებ RAID (Redundant Array of Inexpensive Disks), შეგვიძლია გადავთარგმნოთ, როგორც “იაფი დისკების ზედმეტი მასივი”. დასახელება ჩამოყალიბდა იმ დროის პერიოდში, როდესაც დიდი ტევადობის დისკები…

OpenSUSE პაკეტების მენეჯერი Zypper-ი
ვინც გამოიყენებს GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემებს, უფრო კონკრეტულად კი Debian-ის ოჯახის დისტრიბუტივებს იცის, რომ ამ ოჯახის დისტრიბუტივებში პაკეტების მენეჯერი გახლავთ apt-ი. დღევანდელ სატატიში, მინდა შემოგთავაზოთ განსხვავებული დისტრიბუტივის პაკეტების მენეჯერი zypper-ი, რომელიც გამოიყენება OpenSUSE-ში. სტატიაში წარმოგიდგენილია zypper პაკეტების მენეჯერის ბრძანებათა სია, რომელიც გამოგადგებათ ყოველდღიურად OpenSUSE-თან სამუშაოდ. ასევე ჩვენს ვებ-გვერდძე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას GNU/Linux-ში არსებულ დამოკიდებულ და დამოუკიდებელ…

ინტერნეტ ქსელების სახეობა
დღევანდელი სტატიის ფარგლებში განვიხილავთ მცირე ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის კომპიუტერული ქსელი და გავეცნობით მათ სახეობებს. კომპიუტერული ქსელი ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ან რამდენიმე კომპიუტერი, რომლებსაც შეუძლიათ გადასცენ ერთმანეთს სხვა და სხვა სახის ინფორმაცია. ინტერნეტი ეს არის ქსელთა ქსელი, რომელიც აერთიანებს (აკავშირებს) მილიარდობით მოწყობილობას ერთმანეთთან მთელი პლანეტის მაშტაბით. მაგალითისთვის, თქვენი კომპიუტერი ან სმართფონი…

დაყავით ფაილები ნაწილებად
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ისეთ შესაძლებლობაზე, რომელიც გაგვიმარტივებს და კომფორტულს გახდის დიდი ზომის ფაილებთან მუშაობას. ამ შესაძლებლობას კი გვაძლევს უტილიტა, რომელსაც ჰქვია split-ი. split გვაძლევს საშუალებას გავყოთ ნებისმიერი სახისა და ზომის ფაილი ჩვენთვის სასურველ ფრაგმენტებად. split-ს შეუძლია ფაილი გაყოს, როგორც თანაბარ ნაწილებად ასევე ბაიტების რაოდენობის მითითებით. უტილიტასთან მუშაობის სინტაქსია მაგალითისთვის თუ ჩვენ ავიღებთ დიდი ზომის ფაილს…

ავირიდოთ თავი Microsoft-ის ანგარიშს
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ MicroSoft ანგარიშის შესახებ. ბევრისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ MicroSoft-ის ოპერაციულ სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი Windows 11-ში, ოპერაციული სისტემის ინსტალირების შემდგომ თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყენოთ ოპერაციული სისტემა, თუ არ გაქვთ MicroSoft ანგარიში, განსხვავებით Windows 10-გან, სადაც გეძლეოდათ საშუალება შეგექმნათ ლოკალური მომხმარებლის ანგარიში ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე. ონლაინ ანგარიშის გახსნის თავიდან ასარიდებლად არსებობს მრავალი…

როგორ შევამოწმოთ პაროლის სიძლიერე ძლიერი პაროლები
ამ სტატიაში ვისაუბრებთ და ვისწავლით, როგორ შევქმნათ დაცული პაროლები და როგორ გადავამოწმოთ ჩვენი პაროლის სიძლიერე და დაცულობა. დღეს პლათფორმების და აპლიკაციების უმრავლესობა, სადაც ჩვენ გვაქვს რეგისტრაციის საშუალება და გვაქვს ჩვენი პირადი პროფილი, სერვისზე წვდომის მისაღებად გვთხოვს პაროლს და თუ ჩვენ არ გვაქვს მყარი პაროლი, ადრე თუ გვიან შეიძლება შეგვექმნას უსაფრთხოების პრობლემები. უსაფრთხო, სტაბილური და ძლიერი…