Linux-ის სამყაროში არ არსებობს წვრილმანები: ყოველი მცირედი დეტალი, როგორიცაა გარემოს არჩევა თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ხშირად დისკუსიისა და კამათის საგანი ხდება. გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებლებს არა მხოლოდ პაკეტების მარტივად გაშვება, არამედ უსაფრთო და შეზღუდვების გარეშე გამოყენება სურთ. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, გაგიზიაროთ კიდევ ერთი პაკეტების მენეჯერი სახელად Flatpak-ი. ვინ და რატომ შექმნა Flatpak-ი ? Flatpak-ი შექმნილია…

მრავალფუნქციური ღილაკი GNOME-ისთვის
დღევანდელი პოსტი განკუთვნილია მათთვის, ვინც იყენებს ნებისმიერ Linux-ზე დაფუძნებულ დისტრიბუტივს GNOME-ის სამუშაო გარემოთი — არ აქვს მნიშვნელობა, ლეპტოპზე მუშაობთ თუ Desktop კომპიუტერზე. GNOME-ში ცხელი ღილაკების (Hotkeys) შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა. შეგვიძლია როგორც არსებული კომბინაციების გამოყენება, ასევე ახალი შორთქათების დამატება ან არსებული კონფიგურაციის შეცვლა Settings → Keyboard მენიუდან. ჩემს კლავიატურაზე არსებობს “Copilot“-ს ღილაკი , რომელსაც Ubuntu-ზე არ…

F3 – ფლეშ მეხსიერების ტესტირების ინსტრუმენტი
F3 (Fight Flash Fraud) არის მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგებლო უტილიტა ლინუქსისთვის,რომელიც გამოიყენება ტესტირებისთვის, USB ფლეშ მეხსიერებების და SD ბარათების სანდოობის შესამოწმებლად . რა არის F3-ის დანიშნულება? F3 დაგეხმარებათ გამოავლინოთ ყალბი ან დეფექტური მეხსიერების მოწყობილობები, რომლებიც აჩვენებენ უფრო მეტ მოცულობას, ვიდრე რეალურად აქვთ. ეს ხშირი პრობლემაა იაფ ან არასანდო წყაროებიდან შეძენილ მოწყობილობებში. როგორ მუშაობს F3? F3…

ვერ ხედავს მყარ დისკს Windows-ის ისტალაციისას ?
დღევანდელი სტატიის დაწერა გადავწყვიტე, რადგან წავაწყდი შემდეგ პრობლემას მოვისურვე დამეყენებინა ჩემს ლეპტოპზე dualboot-ი და Windows-ის დაყენების დროს, წავაწყდი შემდეგ პრობლემას, საინსტალაციო პროგრამა ვერ აღიქვამს ლეპტოპში არსებულ NVMe საცავს. მათთვის ვინც არ იცის თუ რა არის dualboot-ი შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას მის შესახებ აქ. ჩემი ლეპტოპი გახლავთ HP Pavilion 15 (სრული მოდელი: 15-eg0075nc), Intel core I3-1115G4 ეს…

მძლავრი და მსუბუქი Torrent კლიენტი.
ტორენტების მართვისა და ფაილების ჩამოტვირთვის სამყაროში, არსებობს მრავალი გამოსავალი, როგორც გრაფიკული ინტერფეისით, ასევე ბრძანებათა ხაზით. ეს კლიენტი გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით, მრავალფუნქციურობით და მარტივად გამოყენებით, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის გამოცდილი მომხმარებლებისა და სისტემის ადმინისტრატორებისთვის. ეს კლიენტი გახლავთ aria2c. რა არის aria2c? aria2c არის ბრძანებათა ხაზის ინსტრუმენტი, რომელიც მხარს უჭერს ფაილების ჩამოტვირთვას სხვადასხვა პროტოკოლების საშუალებით, მათ…

DualBoot-ის ჩატვირთვის პრიორიტეტი
მოგესალმებით ჩვენი საიტის სტუმრებო, დღევანდელ სტატიაში მინდა განვიხილო ჩატვირთვის პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებულია Dual Boot-თან. მათ, ვინც სცადა ან უკვე წარმატებით დააინსტალირა ორმაგი ჩატვირთვის სისტემა (Dual Boot), GNU/Linux-ითა და Windows-ით, საკუთარ კომპიუტერზე, სავარაუდოდ აღმოჩნდებოდით ისეთი ამოცანის წინ, როგორიცაა ჩატვირთვის პრიორიტეტის ცვლილება. ჩატვირთვის პრიორიტეტი არის თანმიმდევრობა, რომლითაც იწყება ოპერაციული სისტემა ან სხვა ჩატვირთვის პროგრამები, როდესაც ჩართავთ…