მოგესალმებით მეგობრებო, ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაინტერესებულია IT სიახლეებით ცნობილია, რომ 2021 წლის 5 ოქტომბერს გამოვიდა Microsoft-ის განახლებული ოპერაციული სისტემა Windows 11.

როგორც Microsoft-ი გვამცნობს იმისათვის, რომ ჩვენს კომპიუტერზე სისტემამ გაიშვას საჭირო მინიმალური მოთხოვნებია:

  • პროცესორის მონაცემები:
    – 1 GHz ან მეტი
    – 2 ბირთვიანი ან მეტი
    – X64 არქიტექტურიან პროცესორზე
  • ოპერატიული მეხსიერება: 4 GB
  • საცავი მოწყობილობა: 64 GB ან მეტი
  • პროგრამული მხარდაჭერა: UEFI უსაფრთხო ჩატვირთვის მხარდაჭერით
  • TPM: 2.0 ვერსია ან მეტი
  • ვიდეო ადაპტერი:
    – DirectX 12 + ვერსიები
    – WDDM 2.0 -ის მხარდაჭერით
  • კავშირი ინტერნეტთან და Microsoft-ის ანგარიში

ჩემი მიზანია გაჩვენოთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაანახლოთ Windows10 Windows11-მდე ნებისმიერი მონაცემების მქონე კომპიუტერზე.

ყურადღება !!!

სტატიის ავტორი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
სტატიას ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს.


ნაბიჯები

  1. საჭიროა გქონდეთ კავშირი ინტერნეტთან და გადმოწერეოთ აპლიკაცია სახელად Media Creater Tool.
  2. განზიპეთ ის თქვენთვის სასურველ ფოლდერში.
  3. გაუშვით MediaCreatorTool.bat სუპერ მომხმარებლით (მარჯვენა კლიკი).
  4. ჩამონათვალში აირჩიეთ 11.
  5. შემდგომ აირჩიეთ auto setup.
  6. დაელოდეთ პროცესის დასრულებას.

GIF ნიმუში