გამარჯობა მეგობრებო!
დღეს მინდა მოგიყვეთ ერთ ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ. ხშირად გვჭირდება ხოლმე Photoshop, Illustrator, Premiere Pro, Word თუ Excel-ი, მაგრამ მათი ყიდვა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა.
განსაკუთრებით რთულად არის საქმე Linux-ის მომხმარებლებთათვის. ალბათ იცით, რომ Adobe-სა და Microsoft-ის პროგრამების უმეტესობას Linux-ის ოფიციალური მხარდაჭერა საერთოდ არ გააჩნიათ. მართალია, არსებობს WINE, რომლითაც Windows-ის პროგრამების გაშვებას ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ ეს ხშირად დაკავშირებულია სისტემურ ხარვეზებთან, ნელ მუშაობასთან და ბევრ ნერვების შლასთან.
ახლახან წავაწყდი პროექტს სახელად ArtCraft, რომელმაც სულ სხვა გზა აირჩია: შექმნა ამ ყველაფრის სრულიად უფასო, ღია კოდის (Open-Source) ალტერნატივები, რომლებიც პირდაპირ, ნატივურად და ყოველგვარი WINE-ის გარეშე მუშაობს Linux-ზე, ასევე Windows-ზე, macOS-ზე და ბრაუზერშიც კი. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი ორმაგად სასარგებლო და საჩუქარია Linux-ის ენთუზიასტებისთვის!
მოდით, მარტივად განვიხილოთ, რასთან გვაქვს საქმე!

როგორ შეძლეს ეს და რატომ არ არის ეს კანონდარღვევა?
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: „თუ ეს პროგრამები Photoshop-ს და Word-ს ჰგავს, კანონიერად როგორ აკეთებენ ამას?“
პასუხი მარტივია, მათ სხვისი კოდი არ მოუპარიათ !
- კოდი დაწერილია ნულიდან: დეველოპერებმა მთელი პროგრამული უზრუნველყოფა დაწერეს Rust პროგრამირების ენაზე. ის არის ძალიან სწრაფი, მსუბუქი და უსაფრთხო პროგრამირების ენა.
- იდეა არ არის დაპატენტებული: თქვენ ვერ დააპატენტებთ იდეას, რომ პროგრამას ჰქონდეს ფუნჯი ან ტექსტის აკრეფის ფუნქცია. დაპატენტებულია კონკრეტული კოდი და ლოგოები (მაგალითად, სახელი “Photoshop“). ArtCraft-მა უბრალოდ შექმნა საკუთარი, ალტერნატიული ფუნქციების მქონე ინსტრუმენტები.
- ყველაფერი ინახება თქვენთან: პროგრამა არ აგზავნის თქვენს ფაილებს სერვერებზე. ყველაფერი მუშაობს ლოკალურად, თქვენს მოწყობილობაზე.
რა პროგრამებს გვთავაზობს ArtCraft?



| ArtCraft-ის პროგრამა | კომერციული ალტერნატივა | აღწერა |
|---|---|---|
| PhotoCraft | Adobe Photoshop | ფოტოების დამუშავება, რეტუში და ნახატები |
| VectorCraft | Adobe Illustrator | ვექტორული გრაფიკა, ლოგოები და ილუსტრაციები |
| FilmCraft | Adobe Premiere Pro | ვიდეო მონტაჟი და ვიდეოდამუშავება |
| LightCraft | Adobe Lightroom | RAW ფოტოების დამუშავება და კატალოგიზაცია |
| PdfCraft | Adobe Acrobat Pro | PDF ფაილების რედაქტირება, გაერთიანება და მართვა |
| EffectCraft | Adobe After Effects | ვიდეო ეფექტები, VFX და ანიმაცია |
| DesignCraft | Adobe InDesign | წიგნების, ჟურნალებისა და ბუკლეტების აწყობა |
| FigCraft | Figma | საიტებისა და აპლიკაციების UI/UX დიზაინი |
| WordCraft | Microsoft Word | ტექსტური დოკუმენტების შექმნა და რედაქტირება |
| SoundCraft | Adobe Audition / Pro Tools | ხმის ჩაწერა, მონტაჟი და აუდიო სტუდია |
| DeckCraft | Microsoft PowerPoint | სლაიდებისა და პრეზენტაციების მომზადება |
| CADCraft | AutoCAD | საინჟინრო და არქიტექტურული ხაზვა (CAD) |
| GridCraft | Microsoft Excel | ელექტრონული ცხრილები და მონაცემთა ანალიზი |
რა სისტემური მოთხოვნები აქვს?
რადგან ეს პროგრამები დაწერილია Rust-ის ენაზე, ისინი ძალიან ცოტა რესურსს მოითხოვენ:
- ოპერაციული სისტემა: Windows 10, macOS 12 ან უფრო თანამედროვე ვერსიები, Linux (ნებისმიერი 64-ბიტიანი) და უბრალოდ ბრაუზერიც კი.
- ოპერატიული მეხსიერება (RAM): მინიმუმ 4 გიგაბაიტი (სასურველია 8 გიგაბაიტი).
- ადგილი დისკზე: დაახლოებით 2 გიგაბაიტი.
თუ ეძებთ უფასო, სწრაფ და მოსახერხებელ პროგრამებს ყოველდღიური მუშაობისთვის (განსაკუთრებით GNU/Linux-ზე), ArtCraft-ი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.
პროგრამების ნახვა და გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტიდან.
თუ გიცდიათ რომელიმე მათგანი, დაწერეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები!