ვინც გამოიყენებს GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემებს, უფრო კონკრეტულად კი Debian-ის ოჯახის დისტრიბუტივებს იცის, რომ ამ ოჯახის დისტრიბუტივებში პაკეტების მენეჯერი გახლავთ apt-ი.
დღევანდელ სატატიში, მინდა შემოგთავაზოთ განსხვავებული დისტრიბუტივის პაკეტების მენეჯერი zypper-ი, რომელიც გამოიყენება OpenSUSE-ში.
სტატიაში წარმოგიდგენილია zypper პაკეტების მენეჯერის ბრძანებათა სია, რომელიც გამოგადგებათ ყოველდღიურად OpenSUSE-თან სამუშაოდ.
ასევე ჩვენს ვებ-გვერდძე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას GNU/Linux-ში არსებულ დამოკიდებულ და დამოუკიდებელ პაკეტების მენეჯერებზე.
მცირე ისტორია
OpenSUSE დაფუძვნებულია SUSE Linux-ზე, რომელიც თავდაპირველად ეფუძვნებოდა Slackware-ს, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებების და 1996 წელს jurix-თან ინტეგრაციის შემდგომ იგი დამოუკიდებილ დისტრიბუტივად ჩამოყალიბდა.
წარმოგიდგენთ ბრძანებებს:
სია არ გახლავთ სრულფასოვანი, თუმცა მეტი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაწეროთ –help ოპცია ან დაიხმაროთ man-ი.
ბრძანება | აღწერა |
zypper se | პაკეტების მოძიება |
zypper lu | გვიჩვენებს განახლების სიას |
zypper up | უშვებ ყველ შესაძლო პაკეტის ბოლო ვერსიამდე განახლებას |
zypper lp | გვიჩვნებს საჭირო პაჩების ჩამონათვალს |
zypper rm | შლის მითითებულ პაკეტს |
zypper in | აყენებს მითითებულ პაკეტს |
zypper if | გვიჩვენებს ინფორმაციას პაკეტის შესახებ (მიუხედავად იმისა ჩამოტვირთულია ის თუ არა) |