APT პაკეტების მენეჯერი

ალბათ გსმენიათ, რომ GNU/Linux-ი არის პროგრამისტებისა და ჰაკერებისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა და მასში სასურველი აპლიკაციების დასაყენებლად საჭიროა ბრძანებათა სტრიქონში მუშაობა.

მინდა გაცნობოთ, რომ დღევანდელი Linux-ის დისტრიბუტივები საკმაოდ კარგადაა მორგებული არა მარტო პროფესიონალებზე, არამეტ მათზეც ვინც არ ფლობს პროგრამირებათა ენას ან არ არის ეგრეთ წოდებული ჰაკერი.

Linux-ის ნებისმირ დისტრიბუტივში არსებობს Software Center. უკეთ რომ მიხვდეთ ის ჰგავს.

  • Play Market
  • App Store

დისტრიბუტივიდან დისტრიბუტივში Software Center დასახელება განსხვავდება.

გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ Terminal-ის ემულატორის გამოყენებით პაკეტების მართვა გრაფიკულ ინტერფეისთან შედარებით, უფრო სწრაფი და ეფექტურია.

გაგაცნობთ Debian-სა და მასზე დაფუძვნებულ დისტრიბუტივების Packages Manager-ს, რომელსაც apt ჰქვია.

APT-ს ბრძანებები

აღწერა

apt install

პაკეტის ინსტალაცია

apt remove

პაკეტის წაშლა

apt purge

პაკეტის და მისი საკონფიგურაციო ფაილების წაშლა

apt autoremove

არ გამოყენებადი პაკეტების წაშლა

apt update

პაკეტების სიის განახლება

apt upgrade

პაკეტების განახლება

apt full-upgrade

პაკეტების განახლება (შლის და აყენებს ახალ პაკეტებს თუ საჭიროა)

apt list

დაყენებული პაკეტების სია

apt search

პაკეტის ძიება

apt download

პაკეტის ჩამოტვირთვა (.deb გაფართოებით)

apt show

ინფორმაცია პაკეტის შესახებ

განვიხილოთ apt-ის გამოყენება და დავყოთ ის ორ ჯგუფად, დამოუკიდებილ და დამოკიდებულ ბრძანებებათ.

დამოუკიდებელია ბრძანება რომელსაც არ სჭირდება პაკეტის დასახელების მითითება.

ასეთი ბრძანებებია:

  • apt autoremove
  • apt update
  • apt upgrade
  • apt full-upgrade
  • apt list

მაგალითი 1: apt update

დამოკიდებულია ბრძანება, რომელსაც ესაჭიროება პაკეტის დასახელების მითითება.

ასეთი ბრძანებებია:

  • apt install
  • apt remove
  • apt purge
  • apt search
  • apt download
  • apt show

მაგალითი 2: apt install firefox