თუ იყენებთ UNIX ან GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემებს, ადრე თუ გვიან დაგჭირდებათ დეტალური ინფორმაციის ცოდნა სისტემის შესახებ, Linux-ის ბრძანების ხაზი შეიცავს რამდენიმე ჩაშენებულ ბრძანებას, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია კომპიუტერის აპარატურულ და პროგრამულ ნაწილზე, ხოლო გარკვეული კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად მოგიწევთ ზოგიერთი უტილიტის ინსტალირება.
იმისათვის, რომ იცოდეთ თქვენი სისტემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, თქვენ უნდა იცოდეთ ბრძანების ხაზის პროგრამა, რომელსაც ეწოდება uname
uname ბრძანებას გააჩნია მრავალი ოფცია.
ინფორმცია ოპერაციული სისტემის შესახებ
uname | გვიჩვენებს ბირთვის სახელს |
uname -n | გვიჩვენებს ჰოსტის სახელს |
uname -p | გვიჩვენებს პროცესორის ტიპს |
uname -r | გვიჩვნებს ბირთვის ვერსიას |
uname -o | გვიჩენებს ოპერაციულ სისტემას |
ინფორმაცია კომპიუტერის აპარატურულ ნაწილებზე
lshw ბრძანება გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ინფორმაცია ჩვენთვის სასურველი სხვა და სხვა გაფართიების ფაილის სახით, როგორებიცაა XML, HTML, JSON და სხვა. მათი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მეტად თვალსაჩინოა.
ბრძანების სინტაქსი შემდეგია: lshw [-format] [-options …]
lshw | გამოაქვს სრული ინფორმაცია კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შესახებ |
lshw -short | ჩამოთვლის აპარატურას კომპაქტურ ფორმატში. |
lshw -c processor | ინფორმაციას პროცესორის შესახებ |
lshw -c system | გვიჩვენებს ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ |
lshw -c bus | გვიჩვენებს ინფორმაციას დედადაფის შესახებ |
lshw -c memory | გვიჩვენებს ინფორმაციას ოპერატიული მეხსიერების შესახებ |
lshw -c disk | გვიჩვენებს ინფორმაციას დისკების შესახებ |
Display და გრაფიკა
glxinfo | grep -i “video memory” | გრაფიკული ბარათიის ზომას |
xrandr | გვიჩვენებს დისპლეის რეზოლუციების სიას და ჩვენს მიერ გამოყენებულ რეზოლუციას |
xrandr -s 1280×1024 | ცვლის რეზოლუციას სიაში არსებულ ზომაზე. |
free ბრძანებით გეძლევათ საშუალება შეამოწმოთ, მიიღოთ ინფორმაცია ოპერატიულ მეხსიერებასა და swap მეხსიერებაზე, როგორებიცაა მეხსიერების სრული ზომა, გამოყენებული მეხსიერება, თავისუფალი მეხსიერება.საწყისად ის გამოტანილ ინფორმაციას გვიჩვენებს კილობაიტებში.
free | გვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას კილობაიტებში |
free -m | გვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას მეგაბაიტებში |
free -g | გვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას გიგაბაიტებში |
free -h | გვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას ადამიანისთვის მარტივად აღსაქმელ ფორმატში |
free -t | გვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას შეჯამებულად |
ინფორმაცია პროცესორის შესახებ
lscpu | სრული ინფორმაცია პროცესორის შესახებ |
sensors | გვიჩვენებს ბრძნების გამოყენების დროს არსებულ, პროცესორის ტემპერატურას |
watch -n 0 sensors | გვიჩვენებს პროცესორის ტემპერატურას შეუწყვეტლად |