თუ იყენებთ UNIX ან GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემებს, ადრე თუ გვიან დაგჭირდებათ დეტალური ინფორმაციის ცოდნა სისტემის შესახებ, Linux-ის ბრძანების ხაზი შეიცავს რამდენიმე ჩაშენებულ ბრძანებას, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია კომპიუტერის აპარატურულ და პროგრამულ ნაწილზე, ხოლო გარკვეული კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად მოგიწევთ ზოგიერთი უტილიტის ინსტალირება.

იმისათვის, რომ იცოდეთ თქვენი სისტემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, თქვენ უნდა იცოდეთ ბრძანების ხაზის პროგრამა, რომელსაც ეწოდება uname

uname ბრძანებას გააჩნია მრავალი ოფცია.

ინფორმცია ოპერაციული სისტემის შესახებ

unameგვიჩვენებს ბირთვის სახელს
uname -nგვიჩვენებს ჰოსტის სახელს
uname -pგვიჩვენებს პროცესორის ტიპს
uname -rგვიჩვნებს ბირთვის ვერსიას
uname -oგვიჩენებს ოპერაციულ სისტემას

ინფორმაცია კომპიუტერის აპარატურულ ნაწილებზე

lshw ბრძანება გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ინფორმაცია ჩვენთვის სასურველი სხვა და სხვა გაფართიების ფაილის სახით, როგორებიცაა XML, HTML, JSON და სხვა. მათი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მეტად თვალსაჩინოა.

ბრძანების სინტაქსი შემდეგია: lshw [-format] [-options …]

lshwგამოაქვს სრული ინფორმაცია კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შესახებ
lshw -shortჩამოთვლის აპარატურას კომპაქტურ ფორმატში.
lshw -c processorინფორმაციას პროცესორის შესახებ
lshw -c systemგვიჩვენებს ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ
lshw -c busგვიჩვენებს ინფორმაციას დედადაფის შესახებ
lshw -c memoryგვიჩვენებს ინფორმაციას ოპერატიული მეხსიერების შესახებ
lshw -c diskგვიჩვენებს ინფორმაციას დისკების შესახებ

Display და გრაფიკა

glxinfo | grep -i “video memory”გრაფიკული ბარათიის ზომას
xrandrგვიჩვენებს დისპლეის რეზოლუციების სიას და ჩვენს მიერ გამოყენებულ რეზოლუციას
xrandr -s 1280×1024ცვლის რეზოლუციას სიაში არსებულ ზომაზე.

free ბრძანებით გეძლევათ საშუალება შეამოწმოთ, მიიღოთ ინფორმაცია ოპერატიულ მეხსიერებასა და swap მეხსიერებაზე, როგორებიცაა მეხსიერების სრული ზომა, გამოყენებული მეხსიერება, თავისუფალი მეხსიერება.საწყისად ის გამოტანილ ინფორმაციას გვიჩვენებს კილობაიტებში.

freeგვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას კილობაიტებში
free -mგვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას მეგაბაიტებში
free -gგვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას გიგაბაიტებში
free -hგვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას ადამიანისთვის მარტივად აღსაქმელ ფორმატში
free -tგვიჩვენებს RAM / SWAP მეხსიერებაზე ინფორმაციას შეჯამებულად

ინფორმაცია პროცესორის შესახებ

lscpuსრული ინფორმაცია პროცესორის შესახებ
sensorsგვიჩვენებს ბრძნების გამოყენების დროს არსებულ, პროცესორის ტემპერატურას
watch -n 0 sensorsგვიჩვენებს პროცესორის ტემპერატურას შეუწყვეტლად