არ გაქვთ Windows Store და გსურთ დააყენოთ WSL ?
ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში “როგორ ვისარგებლოთ Linux-ით Windows-ში” განვიხილეთ თუ როგორ დავაყენოთ WSL ჩვენს Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე. თუმცა ამ სტატიაში გამოვიყენებდით Windows Store-ს. როგორც ცნობილია არსებობს Windows-ის მინიმალური და მორგებული (customized) ვერსიები, რომლებსაც არ გააჩნიათ Windows Store-ს მხარდაჭერა. ქვემოთ მოცემულია პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ხერხი.
იმისათვის რომ ჩვენს Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე ქვესისტემად დავაყენოთ Linux-ი საჭიროა ჩავრთოთ მისი მხარდაჭერა, როგორც GIF-ზია მოცემული.
შემდგომ გადავტვირთოთ სისტემა და დავაყენოთ chocolatey.
თუ რა არის chocolatey და როგორ დავაყენოთ ის შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
გადავიდეთ chocolatey-ს ოფიციალურ საიტზე, საძიებო ველის მეშვეობით მოვძებნოთ WSL და სიაში დავაკოპიროთ იმ ქვესისტემის საინსტალაციო ბრძანება, რომელიც გვსურს.
ინსტალაციის პროცესის დასრულების შემდეგ START MENU-ში იხილავთ თქვენს მიერ ჩამოტვირთულ ოპერაციულ სისტემას. დავაწკაპოთ მაუსის ღილაკით და დაველოდოთ ამოაარქივებას. შემდგომ SHELL-ი შეგვეკითხება მომხმარებელს და პაროლს ამიტომ საჭიროა შევქმნათ ის.