Chocolatey არის პროგრამა, რომელის დახმარებითაც ჩამოტვირთავთ აპლიკაციებს ოფიციალური რეპოზიტორიდან, ვირუსებისა და დამატებითი არასასურველი პროგრამების შემოთავაზების გარეშე. რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენი სისტემა არ იქნას დანაგვიანებული ან გადატვირთული მსგავსი აპლიკაციებით.
ის ხელმისაწვდომია windows 7/10 x32/x64 ბიტიან სისტემებზე.
წარმოიდგინეთ მოგიწიათ windows-ის გადაყენება და გაქვთ სასურველი აპლიკაციების სია. თქვენ მოგიწევთ ამ ყველა აპლიკაციის setup.exe ფაილის სათითაოდ გაშვება, რასაც უზომოდ ბევრი დრო მიაქვს, არც თუ ისე კომფორტულია და შესაძლოა გამოგეპაროთ advanced ოფცია, რომელიც გთავაზობთ დამატებითი აპლიკაციების ჩამოტვირთვას.
ხოლო chocolatey-ს მეშვეობით თქვენ გეძლევათ საშუალება, დააყენოთ თქვენთვის სასურველი აპლიკაციები powershell-ის გამოყენებით, ამისათვის გაუშვით ის ადმინისტრატორის უფლებებით და შეიყვანეთ დაბლა მოცემული ბრძანება.
Set-ExecutionPolicy Bypass -Scope Process -Force;[System.Net.ServicePointManager]::SecurityProtocol = [System.Net.ServicePointManager]::SecurityProtocol -bor 3072; iex ((New-Object System.Net.WebClient).DownloadString('https://chocolatey.org/install.ps1'))
chocolatey-ს ბრძანებების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
იმისათვის, რომ გაიგოთ აპლიკაციების სრული დასახელება chocolatey-ს რეპოზიტორში შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბრძანება:
choco find app_name
ან გადახვიდეთ ოფიციალურ web გვერდზე სადაც თვითეული აპლიკაციის გასწვრივ მოცემულია საინსტალაციო ბრძანება.
აპლიკაციების ჩამოსატვირთად გამოიყენეთ დაბლა მოცემული ნიმუში:
choco install package_name -y
იმისათვის, რომ დააყენოთ რამოდენიმე აპლიკაცია ერთი ბრძანებით გამოიყენეთ დაბლა მოცემული ნიმუში:
choco install package_name1 package_name2 package_name3 -y