დღეს ამ ძალიან მოკლე სტატიაში მინდა გაჩვენოთ ადვილი და სწრაფი მეთოდი, როგორ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი VPN Server-ი. გამოვიყენებ Raspberry Pi-სთვის განკუთვნილ პროექტს “The PiVPN Project” რომელიც შეუფერხებლად მუშაობს Debian-ის ოჯახის დისტრიბუტივებზე.

რა არის VPN-ი?

VPN-ი არის “Virtual Private Network” რაც ქართულად ნიშნავს “ვირტუალ კერძო ქსელს”.

რისთვის გამოიყენება VPN-ი?

VPN-ი კლიენტს აძლევს საშუალებას დამალოს/შეცვალოს მისი IP მისამართი, შიფრავს ტრაფიკს და უზრუნველყოფს წვდომას შეზღუდულ WEB-საიტებზე.

გავუშვათ საინსტალაციო Script-ი:

curl -L https://install.pivpn.io | bash

Script-ის გაშვების შემდგომ მივყვეთ GIF-ზე ნაჩვენებ ინსტრუქციას.


შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ გამართული მუშაობისთვის საჭიროა გახსნათ 1194 PORT-ი თქვენს Router-ზე.

PIVPN-ის ბრძანებები მის სამართავდ:

::: Control all PiVPN specific functions!
:::
::: Usage: pivpn <command> [option]
:::
::: Commands:
:::  -a, add [nopass]     Create a client ovpn profile, optional nopass
:::  -c, clients          List any connected clients to the server
:::  -d, debug            Start a debugging session if having trouble
:::  -l, list             List all valid and revoked certificates
:::  -r, revoke           Revoke a client ovpn profile
:::  -h, help             Show this help dialog
:::  -u, uninstall        Uninstall PiVPN from your system!
:::  -up, update          Updates PiVPN Scripts
:::  -bk, backup          Backup Openvpn and ovpns dir

The PiVPN Project-ის ოფიციალური WEB-გვერდი შეგიძლიათ იხილოთ აქ.