არსებობს თუ არა ვირუსები Linux და Mac OS ოპერაციულ სისტემებზე?!
სტატიაში განვიხილავთ რამოდენიმე სახეობის კომპიუტერული ვირუსის ტიპების Trojan, ჭია, Virus, Malware აღწერა მნიშვნელობებს. რათქმაუნდა ეს არ გახლავთ მავნე პროგრამების/ვირუსების ტიპის სრული სია.
არსებობს მითი იმის შესახებ, რომ არ არსებობს ვირუსები GNU/Linux-ისა და Mac OS-ის ოპერაციულ სისტემებზე. მრავალი წელია ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოვიყენებ GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემას. პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ვირუსები არსებობს და ისინი განსხვავდებიან მათი ქცევის მოდელით და ხასიათით, რაც დამოკიდებულია საბოლოო მიზანზე.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი მაგალითი, რომელიც ეხება პენტესტინგისთვის განკუთვნილ და ბევრისთვის საყვარელ ოპერაციულ სისტემას Kali Linux-ს.
ოპერაციული სისტემის ჩამოტვირთვის შემდეგ შევუდექი მისი ჩამტვირთავი მეხსიერების ბარათის შექმნას და ინსტალაციას. დავიწყე დისტრიბუტივის განახლება და მისი საწყისი კონფიგურაციების ცვლილება, მომიწია შესვენებაზე გასვლა დაბრუნების შემდგომ კი შევნიშნე, რომ ჩემს ოპერაციულ სისტემას დისტანციურად მართავდა ბოროტმოქმედი. ეს გახლდათ თვალსაჩინო რადგან მას ჰქონდა მოპოვებული RDP წვდომა. საკმაოდ მცირე დროში გახსნა Terminal-ის ემულატორი, reboot ბრძანების მეშვეობით გადატვირთა სისტემა და ის გახდა გამოუსადეგარი ვინაიდან გადატვირთვის შემდგომ ის აღარ ჩატვირთულა.
განვიხილოთ თვითეული ტიპის ვირუსი ინდივიდუალურად.
რა არის Malware ?
Malware-ის ქართული მნიშვნელობა გახლავთ “მავნე პროგრამული უზრუნველყოფა”. როგორც უკვე მიხვდით ეს არის ზიანის მიმყენებელი პროგრამული უზრუნველყოფა და ვრცელდება ნებისმიერი ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფის დახმარებით. გამოიყენება რათა მოგაყენოთ ზიანი თქვენ, თქვენს კომპიუტერს ან მესამე პირს, თქვენი კომპიუტერის მეშვეობით.
რა არის ვირუსი ?
ვირუსი გახლავდ ვრცლად გავრცელებადი მავნე პროგრამული უზრუნველყოფა. ვირუსი მოქმედებს განსაკუთრებულად, რაც განასხვავებს მას სხვა მავნე პროგრამული უზრუნველყოფებისგან.
პირველ რიგში ვირუსს შეუძლია დააინფიციროს სხვა პროგრამები, ასევე მას შეუძლია ჩანერგოს თავისი კოდი სხვა პროგრამებში და გადავიდეს გაშვების მოლოდინის რეჟიმში მომხმარებლის მიერ. გარდა ამის მას შეუძლია თვითგაშვება, რათა შეძლოს დააინფიციროს თქვენს კომპიუტერში არსებული ყველა ან კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა.
რა არის ჭია ?
კომპიუტერული ჭია და ვირუსი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს იმ გადმოსახედიდან, რომ მათ შეუძლიათ თვითგაშვება და მავნე დატვირთივს განხორციელება. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გავრცელების სტილით, თუ კი ვირუსს გავრცელებისთვის სჭირდება საწყისი მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ვრცელდება მომხმარებლის მიერ მეხსიერების ბარათების მეშვეობით, CD დისკებით ან ელ-ფოსტის საშუალებით.
ჭია არსებობს, როგორც საკუთარი დამოუკიდებელი პროგრამა და არა კოდის სახით, რომელიც მიმაგრებულია სხვა პროგრამულ უზრუნველყოფას. ის ასევე თვითგავრცელებადია, არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას და ვრცელდება ქსელის/გლობალური ქსელის მეშვეობით.
რა არის Trojan?
Trojan პროგრამას ჰქვია ბერძნული მითოლოგიის საპატივცემლოდ. ისტორიის ორიგინალ ვერსიაში ტროას მაცხოვრებლებმა ქალაქში მოიყვანეს დიდი ხის ცხენის ძეგლი/ქანდაკება. ეს იყო ყველაზე ცუდი პინატა, რომელიც ოდესმე ყოფილა. ცხენი, სავსე ბერძენი ჯარისკაცებით, რომლებიც ელოდებოდნენ ღამის მოსვლას რათა გაეღოთ ქალაქის კარიბჭე თვისი ჯარის დარჩენილ ნაწილებისთვის.
კომპიუტერული ტროიანიც ზუსტად ასე მუშაობს. თუმცა დიდი ხის ცხენის ნაცვლად ის წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ეუბნება თქვენს კომპიუტერს, რომ ის არ წარმოადგენს მავნე პროგრამას და ის საჭიროა სისტემისთვის. თუმცა კულისებს მიღმა ის ბოროტებას სჩადის. ვირუსისა და ჭიისგან განსხვავებით ტროიანული პროგრამა არ ცდილობს პროგრამული უზრუნველყოფების ინფიცირებას ან საკუთარი თავის რეპროდუქციას.
ამის სანაცვლოდ ტროიანი უზრუნველყოფს სხვა მავნე პროგრამების ჩამოტვირთვა/ინსტალაციას, რათა ბოროტმოქმედმა (ტროიანის ავტორმა) მიიღოს დისტანციური წვდომა და კონტორლი თქვენს ოპერაციულ სისტემაზე.
ვფიქრობ, რომ კითხვაზე არსებობს თუ არა ვირუსები? GNU/Linux, Mac OS, Android, IOS ოპერაციულ სისტემებზე პასუხი ამომწურავად გაცემულია.
უსაფრთხოების ნორმები
ყოველდღიურობაში მარტივი უსაფრთხოების ნორმების დასაცავად შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენი სტატიებით:
- რითი დავიცვათ ჩვენი პაროლები.
- როგორ დავიცვათ თავი ინფორმაციის დაკარგვისგან.
- ფაილებსა და დირექტორიებზე წვდომა chmod ბრძანებით.
- როგორ დავიცვათ ფლეშკა პაროლით.
- დავიცვათ ჩვენი Linux-ი მავნე USB მოწყობილობებისგან.
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი აღნიშნული სტატიის კომენტარებში ან ჩვენს დისქორდ სერვერზე:
- იყო თუ არა ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო ?
- გაიგეთ თუ არა რაიმე ახალი კომპიუტერული სისტემების ინფიცირებასთან დაკავშირებით ?
- რატომ არ უნდა სარგებლობდეთ პირატული პროგრამული უზრუნველყოფით.
- რატომ არ უნდა ენდოთ უცხო პირებს და მრავალი სხვა ….
რაც მომცემს მეტ მოტივაციას მსგავსი კონტენტის შექმნისათვის.
პირველრიგში დიდი მადლობა ინფორმაცის და პირადი გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს სტატია სრულიად სასარგებლო იყო ჩემთვის, პირველრიგში იმიტომ რომ მივიღე ახალი ინფორმაცია. კიდევერთხელ მადლობა და წარმატებები <3
დიდი მადლობა კომენტარისთვის მიხარია, რომ კითხულობთ და გამოსადეგი ინფორმაციაა თქვენთვის. 😉