ამ სტატიაში მინდა განვიხილოთ პროგრამა KeePassXC, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავიცვათ პაროლები დაკარგვისგან, მოპარვისგან და გატეხვისგან.
KeePassXC არის უფასო ღია პაროლის მენეჯერი, რომელიც ვრცელდება GNU General Public License-ით.
KeePassXC ინახავს ინფორმაციას როგორებიცაა:
მომხმარებლის სახელები, პაროლები, URL, დანართები და კომენტარები ერთ მონაცემთა ბაზაში.
აღნიშნული პაროლების მენეჯერი შეგვიძლია ვმართოთ ისე, რომ მომხმარებლის განსაზღვრული სათაურები შეიძლება იყოს მითითებული თითოეული ჩანაწერისთვის ინდივიდუალურად. გარდა ამისა, ჩანაწერები შეგვიძლია დავალაგოთ ჩანართებად.
ინტეგრირებული ძებნის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ ერთი ჩანართი ან მასში არსებული მონაცემთა ჩანაწერი.
KeePassXC-ში ჩაშენებულია პაროლების გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო პაროლების გენერირებას.
პაროლების გენერატორი არის კონფიგურირებადი, სწრაფი და მარტივი გამოსაყენებელი შემთხვევითი პაროლები შესაქმნელად, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ სიმბოლოების რაოდენობა და ტიპი. მას ასევე შეუძლია დააკოპიროს თქვენი მომხმარებლის მონაცემები და ავტომატიურად ჩაწეროს ის თქვენთვის სასურველ WEB-გვერდზე.
ის ხელმისაწვდომია:
- Windows
- Mac OS
- Linux
ხოლო რაც შეეხება:
- Android
- IOS
- Windows Phone
- BlackBerry
პლათფორმებს მათთვის არსებობს პორტირებული არა ოფიციალური ვერსიები.
პაროლის მონაცემთა ბაზა შედგება მხოლოდ ერთი ფაილისგან, რომლის გადატანა შესაძლებელია ერთი მოწყობილობიდან / ოპერაციული სისტემიდან მეორეზე მარტივად.
KeePassXC პაროლების მენეჯერის შექმნა
მონაცემთა ბაზის შექმის დროს ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ გაშიფრვის დრო, დავამატოთ Key File (გასაღები ფაილი), რაც ზრდის მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თუ Key File იქნა დაზიანებული, შეცლილი ან დაკარგული თქვენ ვერ შეძლებთ დაუკავშირდეთ თქვენს პაროლების ბაზას.
უსაფრთხოების გაზრდის მიზნით თქვენ შეგიძლიათ შენიახოთ თქვენი პაროლების მონაცემთა ბაზა დაკრიპტულ ფლეშ მეხსიერების ბარათზე. იმისათვის, რომ დაკრიპტოთ თქვენი ფლეშ მეხსიერება Windows-ში გამოიყენეთ ჩაშენებული აპლიკაცია BitLocker-ი, ხოლო Linux-ისთვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ აღნიშნული სტატიით.
დღევანდელ რეალობაში და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში აბსურდია ვინმეს ესაუბრო და უმტკიცო რაიმე მაქსიმალურ დაცულობაზე, რადგან შესაძლებლობები, როგორც თავდაცვის ასევე თავდასხმის კუთხით უსაზღვროა. მიუხედავად ამისა, ჩემი, როგორც რიგითი მომხმარებლის აზრით მაშინ, როცა გამოვიყენებ პაროლების მენეჯერს KeePassXC, იზრდება დაცულობის დონე, ბევრად უფრო მეტად ვიდრე ჩემს მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული ნებისმიერი პაროლის გამოყენებისას და შენახვისას.