მოგესალმებით მეგობრებო, ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაინტერესებულია IT სიახლეებით ცნობილია, რომ 2021 წლის 5 ოქტომბერს გამოვიდა Microsoft-ის განახლებული ოპერაციული სისტემა Windows 11.
როგორც Microsoft-ი გვამცნობს იმისათვის, რომ ჩვენს კომპიუტერზე სისტემამ გაიშვას საჭირო მინიმალური მოთხოვნებია:
- პროცესორის მონაცემები:
– 1 GHz ან მეტი
– 2 ბირთვიანი ან მეტი
– X64 არქიტექტურიან პროცესორზე - ოპერატიული მეხსიერება: 4 GB
- საცავი მოწყობილობა: 64 GB ან მეტი
- პროგრამული მხარდაჭერა: UEFI უსაფრთხო ჩატვირთვის მხარდაჭერით
- TPM: 2.0 ვერსია ან მეტი
- ვიდეო ადაპტერი:
– DirectX 12 + ვერსიები
– WDDM 2.0 -ის მხარდაჭერით - კავშირი ინტერნეტთან და Microsoft-ის ანგარიში
ჩემი მიზანია გაჩვენოთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაანახლოთ Windows10 Windows11-მდე ნებისმიერი მონაცემების მქონე კომპიუტერზე.
ყურადღება !!!
სტატიის ავტორი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
სტატიას ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს.
ნაბიჯები
- საჭიროა გქონდეთ კავშირი ინტერნეტთან და გადმოწერეოთ აპლიკაცია სახელად Media Creater Tool.
- განზიპეთ ის თქვენთვის სასურველ ფოლდერში.
- გაუშვით MediaCreatorTool.bat სუპერ მომხმარებლით (მარჯვენა კლიკი).
- ჩამონათვალში აირჩიეთ 11.
- შემდგომ აირჩიეთ auto setup.
- დაელოდეთ პროცესის დასრულებას.
მადლობა დიდი, იმუშავა
მოხარული ვარ წარმატებებს გისურვებ 😉