რა არის და როგორ დავაყენოთ Apache GUI
მათთვის ვინც ხშირად მუშაობს WEB სერვერებთან და უწევს საიტის ან WEB-აპლიკაციის საკონფიგურაციო ფაილებთან მუშაობა, არსებობს apache2 სერვერის ისეთი გაფართოება რომელსაც ჰქვია ApacheGUI.
მისი გამოყენებით, თქვენ გეძლევათ საშუალება, ბრაუზერის მეშვეობით დაუკავშირდეთ apache2-ს გრაფიკულ ინტერფეისს და მცირე დროში შეიტანოთ ცვლილება, თქვენთვის სასურველი საიტის ან ვებ-აპლიკაციის საკონფიგურაციო ფაილში.
რაც დაგიზოგავთ დროსა და ნერვებს 😉
ApacheGUI-ს სწორი მუშაობისთვის საჭიროა “Java Development Kit” და თავად apache2 სერვერი.
sudo apt install default-jdk -y
დავაყენოთ apache2:
sudo apt install apache2 -y
შევამოწმოთ სტატუსი:
sudo systemctl status apache2.service
გადმოვწეროთ ApacheGUI:
sudo wget https://excellmedia.dl.sourceforge.net/project/apachegui/1.12-Linux-Solaris-Mac/ApacheGUI-1.12.0.tar.gz
ამოვაარქივოთ ApacheGUI /usr/local/ დირექტორიაში:
sudo tar -xzvf ApacheGUI-1.12.0.tar.gz -C /usr/local/
გადავიდეთ ApacheGUI-ის /bin დირექტორიაში:
cd /usr/local/ApacheGUI/bin
გავუშვათ ApacheGUI:
sudo ./run.sh
გავხსნათ ჩვენთვის სასურველი ბრაუზერი და გავწეროთ მისამართი ქვემოთ მოცემული ნიმუშის სახით:
http://თქვენი_ლოკალური_IP_მისამართი:9999/ApacheGUI/
რატომ უნდა დავაყენო GUI?
ინსტალაციას არვინ გაძალებს. ხალხი განსხვავებულია და ზოგს GUI ურჩევნია ზოგს კი CLI