NetData არის მონიტორინგის სისტემა, რომელც საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში აწარმოოთ თქვენი სერვერის მონიტორინგი.

ის მუშაობს თქვენს ყველა ფიზიკურ/ვირტუალურ სერვერზე, კონტეინერებზე და მიკრო დაფის მქონე კომპიუტერებზე. მისი დაყენება შეგიძლიათ Linux-ის უმეტეს დისტრიბუტივზე და სხვა ბევრ ოპერაციულ სისტემაზე, მათ შორის FreeBSD-სა და MacOS-ზე.

ის არ საჭიროებს სუპერმომხმარებლის პრივილეგიებს ისტალაციისას.

შევუდგეთ ინსტალაციის პროცესს.
დაბლა მოცემული ბრძანება ჩასვით თქვენს Terminal-ის ემულატორში:

bash <(curl -Ss https://my-netdata.io/kickstart.sh)

დაეთანხმეთ გამოტანილ შეტყობინებებს და დაელოდეთ ინსტალაციის პროცესს.

NetData საწყისად გამოიყენებს 19999 port-ს. მასთან დასაკავშირებლად WEB ბრაუზერში შეიყვანეთ დაბლა მოცემული მისამართი:

## localhost ის ნაცვლად თქვენი სერვერის IP მისამართი ##
http://localhost:19999

წარმატებული ინსტალაცისს შემთხვევაში თქვენ იხილავთ გვერდს რომელიც სურათზეა მოცემული.


systemctl ბრძანებები:

## სტატუსის შესამოწმებლად ##
sudo systemctl status netdata.service
## ერთჯერადი გაშვებისთვის ##
sudo systemctl start netdata.service
## აუტოსტარტში დასამატებლად ##
sudo systemctl enable netdata.service
## გადასატვირთად ##
sudo systemctl reload netdata.service

თუ თქვენ გამოიყენებთ FireWall-ს შეიყვანეთ დაბლა მოცემული ბრძანებები:

## FireWall-ში დასამატებლად ##
sudo ufw allow 19999/tcp
## FireWall-ის გადასატვირთად ##
sudo ufw reload
## FireWall-ის სტატუსის შესამოწმებლად
sudo ufw status


ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ საწყისი port-ი ან ჩაურთოთ დამატებითი მოდულები, საკონფიგურაციო ფაილიდან. /etc/netdata/netdata.conf

NetData-ს ოფიციალური დოკუმენტაცია.