ხშირად არის შემთხვევა, როდესაც დამწყები ან უკვე გამოცდილი Linux-ის
მომხმარებელი არჩევანს აკეთებს ისეთ დისტრიბუტივებზე, სადაც Terminal-ით მუშაობისას გამოყენებული მაავტორიზებელი პაროლი გამოისახება ფიფქების სახით. ერთ-ერთი ასეთი ხშირად მომხმარებადი დისტრიბუტივი გახლავთ Linux Mint-ი.
ეს ფუნქცია დამწყებებს უადვილებს Terminal-ში მუშაობას, რადგან მათ მიერ შეყვანილი პაროლი აკრეფვისას ფსევდოფრაფიკული ინტერფეისის სახით ჩანს და მომხმარებელი ვიზუალურად ხედავს მის ქმედებას.
აღნიშნული ფუნქციის ჩართვა შესაძლებელია linux-ის ნებისმიერ დისტრიბუტივში. თუ კი გსურთ ამ ფუნქციით სარგებლობა შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილება sudoers ფაილში, რომელიც მდებარეობს /etc/sudoers-ში.
sudoers ფაილის რედაქტირებამდე რეკომენდირებული შექმნათ მისი ასლი:
sudo cp /etc/sudoers /etc/sudoers.bak
რედაქტირებისთვის გახსენით ის თქვენთვის სასურველ ტექსტურ ედიტორში, სუპერ მომხმარებლის პრივილეგიებით:
sudo vim /etc/sudoers
## ან ##
sudo nano /ete/sudoers
იპოვეთ შემდეგი სტრიქონი:
Defaults env_reset
ჩაანაცვლეთ ის შემდეგნაირად:
Default env_reset,pwfeedback
შეინახეთ და გამოდით ტექსტური ედიტორიდან.
შემდეგ გახსენით Terminal-ის ემულატორი ხელახლა და გაწერეთ ნებისმიერი ROOT პრივილეგიების მქონე ბრძანება, მაგალითად:
sudo apt update
ჩვენ დავინახავთ, რომ აღნიშნული ბრძანების შესასრულებლად აკრეფილი პაროლი, Terminal-ის ემულატორში გამოისახება ფიფქების სახით.
მიუხედავად იმისა, რომ მაღლა მოყვანილი ნიმუში საკმაოდ კომფორტულია, ის არ არის უსაფრთხო.
მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი ანხორციელებს თქვენზე თვალთვალს, ის ხედავს თქვენს მიერ შეყვანილი პაროლის სიმბოლოთა რაოდენობას, რაც მას უმარტივებს brute-force-ს შეტევის განხორციელებას.
სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ ჩანს Terminal-ში ჩვენს მიერ აკრეფილი პაროლი Linux-ის უმეტეს დისტრიბუტივებში.