Qbittorrent-nox-ი გახლავთ ვებ აპლიკაცია, რომელიც დაწერილია c++ / qt პროგრამირების ენაზე და ვრცელდება GPLv2 ლიცენიზიით. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გადმოწერა და სრულიად უფასოდ გამოყენება.

მოდით გავიგოთ თუ რასთან გვაქვს შეხება.

Qbittorrent-nox -ის მეშვეობით, თქვენ გეძლევათ საშუალება თქვენი სმარტფონის ან კომპიუტერის ბრაუზერის დახმარებით, გადმოწეროთ ტორენტ ფაილები ფაილების საცავ სერვერზე.

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიერ გამოყენებული მოწყობილობის მეხსიერება (მყარი დისკი) არ იქნება დატვირთული გადმოწერილი ტორენტებით.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც თქვენ გჭირდებათ რაიმე ტორენტის გადმოწერა და არ იმყოფებით სახლში. qbittorrent-nox გაძლევთ საშუალებას გამართოდ ის დისტანციურად, პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან.

იმისათვის, რომ გამართოდ თქვენი ვებ აპლიკაცია და გქონდეთ დისტანციური წვდომა, qbittorrent-nox-ი უნდა იყოს ინსტალირებული თქვენი ფაილების საცავ სერვერზე. ასევე თქვენს როუტერზე უნდა იქნას გახსნილი თქვენთვის სასურველი პორტი. მაგალითად 8080, რომელსაც საწყისად გამოიყენებს აღნიშნული აპლიკაცია.

ინსტალაცია:

qbittorrent-nox-ის საინსტალაციოდ შეიყვანეთ დაბლა მოცემული ბრძანება:

sudo apt-get install qbittorrent-nox

საწყისი მომხმარებლის ანგარიში:

login: admin

Password: adminadmin

შექმენით qbittorrent-ის სერვისი:

sudo nano /etc/systemd/system/qbittorrent.service

ან

sudo vim /etc/systemd/system/qbittorrent.service

თქვენი_მომხმარებელი-ნაგულისხმევია, არსებული ფაილების საცავი სერვერის მომხმარებელი. ასევე არ ხართ შეზღუდული შექმნათ qbittorent-nox-ის მომხმარებელი მხოლოდ ტორენტებისათვის.

[Unit]
Description=qBittorrent Daemon Service
After=network.target
[Service]
User=თქვენი_მომხმარებელი
ExecStart=/usr/bin/qbittorrent-nox
ExecStop=/usr/bin/killall -w qbittorrent-nox
[Install]
WantedBy=multi-user.target

გადატვირთედ daemon-ი:

sudo systemctl daemon-reload

შეამოწმეთ qbittorrent-ის სერვისის სტატუსი:

sudo systemctl status qbittorrent

გაუშვით qbittorrent-ის სერვისი:

sudo systemctl start qbittorrent

შეაჩერეთ qbittorrent-ის სერვისი:

sudo systemctl stop qbittorrent

სტარტაპში დადმატება:

sudo systemctl enable qbittorrent

სტარტაპიდან ამოღება:

sudo systemctl disable qbittorrent

გახსენით თქვენთვის სასურველი Web Browser-ი და დაბლა მოცემულ მაგალითში localhost-ის ნაცვლად შეიყვანეთ თქვენი ლოკალური ან გარე IP მისამართი:

http://localhost:8080

თქვენ დაუკავშირდებით qbittorrent-ის ვებინტერფეისს.


არ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ გადმოვწეროთ ტორენტები. იმ მიზეზით, რომ ეს საკმაოდ მარტივია და ვფიქრობ ყველასთვის ნაცნობი თემაა.

კონფიგურაციის შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყებოთ GUI (გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისი) ან დაუკავშირდეთ სერვერს, SSH პროტოკოლით, რომლის საკონფიგურაციო ფაილიც მდებარეობს სერვერის მომხმარებლის home დირექტორიაში ~/.config/qBittorrent/qBittorrent.conf

Web GUI:

საკონფიგურაციო ფაილი სერვერზე ~/.config/qBittorrent/qBittorrent.conf:

[AutoRun]
enabled=false
program=

[BitTorrent]
Session\CreateTorrentSubfolder=true
Session\DisableAutoTMMByDefault=true
Session\DisableAutoTMMTriggers\CategoryChanged=false
Session\DisableAutoTMMTriggers\CategorySavePathChanged=true
Session\DisableAutoTMMTriggers\DefaultSavePathChanged=true

[Core]
AutoDeleteAddedTorrentFile=Never

[Network]
Cookies=@Invalid()
[Preferences]
Bittorrent\AddTrackers=false
Bittorrent\MaxRatioAction=0
Bittorrent\PeX=true
Connection\GlobalDLLimitAlt=10
Connection\GlobalUPLimitAlt=10
Downloads\PreAllocation=false
Downloads\ScanDirsV2=@Variant(\0\0\0\x1c\0\0\0\0)
Downloads\StartInPause=false
DynDNS\DomainName=changeme.dyndns.org
DynDNS\Enabled=false
DynDNS\Password=
DynDNS\Service=0
DynDNS\Username=
General\Locale=
General\UseRandomPort=false
MailNotification\email=
MailNotification\enabled=false
MailNotification\password=
MailNotification\req_auth=true
MailNotification\req_ssl=false
MailNotification\sender=qBittorrent_notification@example.com
MailNotification\smtp_server=smtp.changeme.com
MailNotification\username=
WebUI\Address=*
WebUI\AlternativeUIEnabled=false
WebUI\AuthSubnetWhitelist=@Invalid()
WebUI\AuthSubnetWhitelistEnabled=false
WebUI\CSRFProtection=true
WebUI\ClickjackingProtection=true
WebUI\HTTPS\Enabled=false
WebUI\HostHeaderValidation=true
WebUI\LocalHostAuth=true
WebUI\Port=8080
WebUI\RootFolder=
WebUI\ServerDomains=*
WebUI\UseUPnP=true
WebUI\Username=admin

ასევე შეგიძლიათ დააერთოდ ფლეშკა ან მყარი დისკი ავტოჩატვირთვაში, სადაც იქნება შენახული გადმოწერილი ტორენტები.

გაიგეთ დევაისის სახელი დაბლა მოცემული სასურველი ბრძანებით:

sudo fdisk -l

ან

sudo lsblk

შექმენით დირექტორია, რომელშიც იქნება ავტომატიურად დამატებული ტორენტების საცავი მეხსიერება. (ფლეშკა / მყარი დისკი) :

sudo mkdir /media/torrents

დაამონტაჟეთ საცავი დევაისი შექმნილ დირექტორიაში:

sudo mount /dev/sda1 /media/torrents

საცავ დევაისს ვამატებთ სტარტაპში მონტირებას:

sudo nano /etc/fstab

ან

sudo vim /etc/fstab

შემდეგი მაგალითის მიხედვით:

/dev/sda1 /media/torrents auto defaults,nofail