APT პაკეტების მენეჯერი
ალბათ გსმენიათ, რომ GNU/Linux-ი არის პროგრამისტებისა და ჰაკერებისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა და მასში სასურველი აპლიკაციების დასაყენებლად საჭიროა ბრძანებათა სტრიქონში მუშაობა.
მინდა გაცნობოთ, რომ დღევანდელი Linux-ის დისტრიბუტივები საკმაოდ კარგადაა მორგებული არა მარტო პროფესიონალებზე, არამეტ მათზეც ვინც არ ფლობს პროგრამირებათა ენას ან არ არის ეგრეთ წოდებული ჰაკერი.
Linux-ის ნებისმირ დისტრიბუტივში არსებობს Software Center. უკეთ რომ მიხვდეთ ის ჰგავს.
- Play Market
- App Store
დისტრიბუტივიდან დისტრიბუტივში Software Center დასახელება განსხვავდება.
გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ Terminal-ის ემულატორის გამოყენებით პაკეტების მართვა გრაფიკულ ინტერფეისთან შედარებით, უფრო სწრაფი და ეფექტურია.
გაგაცნობთ Debian-სა და მასზე დაფუძვნებულ დისტრიბუტივების Packages Manager-ს, რომელსაც apt ჰქვია.
APT-ს ბრძანებები |
აღწერა |
apt install |
პაკეტის ინსტალაცია |
apt remove |
პაკეტის წაშლა |
apt purge |
პაკეტის და მისი საკონფიგურაციო ფაილების წაშლა |
apt autoremove |
არ გამოყენებადი პაკეტების წაშლა |
apt update |
პაკეტების სიის განახლება |
apt upgrade |
პაკეტების განახლება |
apt full-upgrade |
პაკეტების განახლება (შლის და აყენებს ახალ პაკეტებს თუ საჭიროა) |
apt list |
დაყენებული პაკეტების სია |
apt search |
პაკეტის ძიება |
apt download |
პაკეტის ჩამოტვირთვა (.deb გაფართოებით) |
apt show |
ინფორმაცია პაკეტის შესახებ |
განვიხილოთ apt-ის გამოყენება და დავყოთ ის ორ ჯგუფად, დამოუკიდებილ და დამოკიდებულ ბრძანებებათ.
დამოუკიდებელია ბრძანება რომელსაც არ სჭირდება პაკეტის დასახელების მითითება.
ასეთი ბრძანებებია:
- apt autoremove
- apt update
- apt upgrade
- apt full-upgrade
- apt list
მაგალითი 1: apt update
დამოკიდებულია ბრძანება, რომელსაც ესაჭიროება პაკეტის დასახელების მითითება.
ასეთი ბრძანებებია:
- apt install
- apt remove
- apt purge
- apt search
- apt download
- apt show
მაგალითი 2: apt install firefox
კარგი სტატია არის ძალიან, გმადლობთ ბევრს გამოადგება <3
👍😉