რას არის ANDRAX-ი ?
ANDRAX გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ოპერაციულ სისტემებსა და ქსელებში შეღწევადობის ტესტირების მიზნით.
ის ხელმისაწვდომია Android 5+ Linux და Raspberry-ზე.
როგორც ოფიციალური რესურსი გვატყობინებს Andrax-ის შექმნა 2016 წლის 8 სექტემბერს დაიწყო ბრაზილიაში და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Android მოწყობილობებზე.
2018 წლის 5 ოქტომბერს ANDRAX-ი მთლიანად იქნა შესწორებული და გახსნილი საერთაშორისო მოხმარებისთვის, ხოლო 2021 წლის 5 აპრილს პორტირებულ იქნა desktop მოწყობილობებზე.
ის შეიცავს 3000-ზე მეტ სხვა და სხვა სახის ტესტირებათა აპლიკაციებს, რომელთა განახლებაც საკმაოდ ხშირად ხდება.
ANDRAX-ის გამართული მუშაობისთვის საჭიროა მხოლოდ 18GB თავისუფალი სივრცე. რაც სხვა მსგავსი სახის ინსტრუმენტებთან შედარებით საკმაოდ მცირეა.
ინსტალაცია
რაც შეეხებია ინსტალაციის პროცეს Android მოწყობილობებზე, მინდა გაცნობოთ რომ, თქვენ ვერ შეძლებთ მის დაყენებას android 4-სა და მის წინა მორბედებზე, რადგან ANDRAX-ი შექმნილი იყო Android-ის მე 5-ე ვერსიისთვის.
ასევე მისი დაყენება შესაძლოა ვერ მოახერხოთ ახალი სახის სმართფონებზე, რადგან მას გამართული მუშაობისთვის ესაჭიროება დარუთული სმართფონი.
ამიტომ მოგიწევთ დაელოდოთ მოდიფიცირებული ANDROID-ის ვერსიის გამოსვლას თქვენი მოწყობილობისთვის.
თუ თქვენ გაქვთ დარუთული მოწყობილობა და ის ექვემდებარება ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს შეგიძლიათ შეუდგეთ მის ჩამოტვირთვას და შემდგომ ინსტალირებას.
ჩამოტვირთული ANDRAX-ი იქნება .ZIP ფაილში, რომლის ამოარქივებასაც გირჩევთ მობილურის გარემოში. ამოარქივება შეგიძლიათ ნებისმიერი აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია .ZIP სახის ფაილებთან მუშაობა. ხშირ შემთხვევაში ეს შეგიძლიათ განახორციელოთ სტანდარტულ FILE MANAGER-ის მეშვეობით.
არქივის განზიპვის შემდგომ თქვენ იხილავთ სამ სხვადასხვა ფაილს, რომელთა გაფართოებებია : .APK .TXT და .TAR.XZ.CPT.
გაეცანით ტექსტურ ფაილს, რომლის სახელია HOW-TO-INSTALL.txt სადაც დეტალურად არის აღწერილი როგორ დავაყენოთ ANDRAX-ი.
გთხოვთ ასევე გაეცნოთ არქივებში მოცემულ RASPBERRY PI-სა და LINUX-ისთვის განკუთვნილ საინსტალაციო მანუალს.
რესურსები