ამ სტატიაში მოცემულია, ლინუქსის ძირითადი ბრძანები მოკლე შინაარსობრივი აღწერით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ man ბრძანება ან help ოპცია.
ნიმუშები:
man command
command —help
ფაილების სამართავად
LS – ბრძანება გვიჩვენებს, როგორც მიმდებარე დირექტორიაში არსებულ ფაილებს, ასევე ამ ფაილების წვდომის უფლებებს, შექმნისა და მოდიფიცირების დროსა და ზომას
CAT – მეშვეობით შეგიძლიათ ტექსტური ფაილის გაუხსნელად გამოიტანოთ Terminal-ის ემულატორში მისი შიგთავსი, ტექსტური ფაილის შექმნა ან უკვე არსებულ ტექსტურ ფაილში ჩანაწერის დამატება.
CD – ბრძანების გამოყენებით ჩვენ გადავდივართ სასურველ დირექტორიაში.
PWD – გვიჩვენებს ამჟამინდელ დირექტორიას.
MKDIR – გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ერთი ან რამოდენიმე დირექტორია.
FILE – გვიჩვენებს ფაილის გაფართოებას. ლინუქსში ფაილის გაფართოება არ განისაზღვრება ფაილის სახელის ბოლოს წერთილითა და გაფართოების სახელით. “.TXT .EXE და სხვა “
CP – ბრძანებით გვეძლევა საშუალება შევქმნათ ფაილის ან დირექტორიის ასლი და მისი გამოყენება დაგეხმარებათ საკონფიგურაციო ფაილების თავდაპირველი ვერსიის შენახვაში.
MV – ბრძანებით შეგიძლიათ გადაიტანოთ ფაილი ან დირექტორია. ასევე ის გაძლევთ საშუალებას შეუცვალოთ სახელი ფაილსა და დირექტორიას .
RM – შეგიძლიათ წაშალოთ ფაილები და დირექტორიები. ამ ბრძანების გამოყენებას გირჩევთ ყურადღებით, რადგან შესაძლოა დაკარგოთ ღირებული ინფორმაცია არასწორი სინტაქსისის გამოყენებით ან წაშალოთ / დირექტორია.
LN – გაძლევთ საშუალებას, შექმნათ მყარი ან სიმბოლური ბმულები. სიმბოლური ბმულები შეგიძლიათ მიამსგავსოთ WINDOWS-ში ეგრეთ წოდებულ პროგრამების იარლიკებს. მყარი ბმულები, სიმბოლური ბმულებისგან განსხვავებით, მიუთითებს დისკის იმ ფიზიკურ მისამართზე, სადაც ინახება ფაილის მონაცემები.
CHMOD – ფაილებზე წვდომის დასანიშნად როგორიცაა წაკითხვა, ჩაწერა და გაშვება.
CHOWN – ფაილს ანიჭებს მომხმარებელსა და ჯგუფს.
FIND – ეძებს ფაილურ სისტემაში, ფაილებსა და დირექტორიებში.
DU – გიჩვენებთ ფაილის ან საქაღალდის ზომას.
DF – აანალიზებს დისკის სივრცეს.
DD – ქმნის და წერს დისკების სურათს.
MOUNT / UMOUNT – ეს არის Linux Terminal ემულატორის ბრძანებები Linux ფაილური სისტემის მონტაჟისა და განტვირთვისთვის. გვაძლევს საშუალებას დავაერთოდ USB, ISO და სხვა მსგავსი ფაილები და მოწყობილობები.
ტექსტის სამართავი ბრძანებები Terminal-იდან
GREP – ეძებს გარკვეულ ტექსტს მოცმულ ტექსტურ ფაილში.
SORT – ტექსტის სტრიქონების დალაგება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
WC – სიტყვების, სტრიქონების, ბაიტებისა და სიმბოლოების რაოდენობის დასათვლელად.
DIFF – ადარებს ორ ტექსტურ ფაილს და Terminal-ის ემულატორში გამოაქვს ის სტრიქონები, რომელიც განსხვავდება ორ ფაილს შორის.
ლინუქსის პროცესების სამართავი ბრძანებები
KILL / XKILL / PKILL /KILLALL – ემსახურება პროცესების დასრულებას. მაგრამ ისინი სხვადასხვა პარამეტრებს იღებენ პროცესების დასადგენად. Kill – ს სჭირდება პროცესის PID-ი, xkill უბრალოდ დაკლიკეთ ფანჯარას, რომ დახუროს. killall და pkill საზღვრავს პროცესის სახელით.
PS / PGREP – როგორც უკვე აღვნიშნე, პროცესის შესაწყვეტად საჭიროა მისი იდენტიფიკატორი. მისი მიღების ერთ-ერთი გზა არის ps, რომელსაც გამოაქვს ინფორმაცია გაშვებული პროცესების შესახებ.
pgrep ასე მუშაობს: თქვენ აძლევთ პროცესის სახელს და ბრძანება აჩვენებს მის ID- ს.
TOP / HTOP – გიჩვენებთ პროცესების სახელებს ID-ს თუ რომელი მომხმარებლის მიერ იქნა ის გაშვებული.
ასევე გიჩვენებთ, რესურსების დატვირთვას, ოპერატიულ მეხსიერებაზე, პროცესორსა და swap განყოფილებაზე.
მომხმარებლის გარემო
SU / SUDO – ამ ორი ბრძანების დანიშნულება ერთია მაგრამ არის მცირე განსხვავება.
su– აკეთებს მომხმარებლის გადართვას, ხოლო sudo– ასრულებს მისი სახელით ბრძანებას.
DATE – გამოაქვს ამჟამინდელი დრო და თარიღი.
ALIAS – ქმნის ბრძანების/ბრძანებების ბმულებს ან ცვლის უკვე არსებულ ბრძანებას. ასევე გიჩვენებთ ყველა არსებულ ბრძანებების ბმულებს.
UNAME – გიჩვენებთ ძირითად ინფორმაციას სისტემის შესახებ.
UPTIME – გიჩვენებთ თუ რამდენი ხნის წინ იყო ჩართული სისტემა.
მომხმარებლის სამართავი ბრძანებები
USERADD / USERDEL / USERMOD – ბრძანებების დასახელებები ყველაფერს ახწერს. ამ ბრძანებების მეშვეობით თქვენ გეძლევათ საშუალება დაამატოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ მომხმარებლის ანგარიში.
PASSWD – ბრძანება, გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ მომხმარებლის პაროლი.