VirtualBox-ი არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ახდენს ნამდვილი კომპიუტერის ემულაციას, რის შედეგადაც გეძლევათ  საშუალება დააყენოთ/გაუშვათ თქვენთვის სასურველი ოპერაციული სისტემა მის გარემოში.

ის ქმნის ვირტუალურ იზოლირებულ გარემოს და შედგება ვირტუალური კომპონენტებისგან, რომელსაც ფიზიკური კომპიუტერის რესურსებიდან გამოიყენებს.

  ეს კომპონენტებია:

  • მყარი დისკი (HDD)
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM)
  • პროცესორი (CPU)
  • ვიდეო ბარათი (GPU)
  • ქსელის ბარათი (Network Adapter)
  • სხვა და სხვა კონტროლორებისაგან

თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ რამოდენიმე ვირტუალური Host-ი (კომპიუტერი) ერთდროულად, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის მონაცემებზე. რაც მეტი სიმძლავრე გააჩნია თქვენს მოწყობილობას, მით უფრო სწრაფად და უხარვეზოდ ხდება ვირტუალიზაცია.

გაგიჩნდებოდათ კითხვა ვნებს თუ არა VirtualBox-ი თქვენს კომპიუტერს და ოპერაციულ სისტემას, ამაზე შემიძლია გიპასუხოთ «კი და არა»


 კი: თუ თქვენ ამუშავებთ VirtualBox-ს სუსტი მონაცემების მქონე კომპიუტერზე, რომელიც ახდენს ძლიერ დატვირთვას, ეს 99% -ით ვნებს მას.

კი: იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოიყენებთ VirtualBox-ში დაყენებულ ოპერაციულ სისტემას, სხვადასხვა პროგრამებისა და ფაილების ტესირების მიზნით, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს ვირუსებს და თქვენს ოპერაციულ სისტემებს შორის არსებობს დამაკავშირებელი ხიდი.

ხიდში ნაგულისხმვია:

  • გაზიარებული საერთო ფოლდერი
  • Drag and Drop (გადმოათრიე და ჩააგდე)
  • მსგავსი დამაკავშირებელი საშუალებები

არა: თუ კი თქვენ გაითვალისწინებთ სტატიაში მოცემულ ინფორმაციას და ყურადღებით მიუდგებით აღნიშნულ საკითხს, რაც აგრეთვე დამოკიდებულია თქვენს ცოდნასა და გამოცდილებაზე.

აქვე მინდა ავღნიშნო VirtualBox-ის შესაძლებლობები, რომლებიც გაგიმარტივებთ მასთან მუშაობას.

ესენია:

  • Guest Addition CD
  • Drop and Drag
  • Clone
  • Import/Export
  • SnapShot

Guest Addition CD : ეს არის დრაივერებისა და პროგრამების კრებული, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უფრო მჭიდრო კავშირი ვირტუალიზირებულ და რეალურ Host-ს შორის.

მას აქს შემდეგი ძირითადი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა:

  • Windows
  • Linux
  • Mac OS
  • FreeBSD
  • OpenBSD

ხელმისაწვდომია, როგორც .iso გაფარტოების ფაილი, რომელიც უნდა იყოს დამონტაჟებული ვირტუალიზირებული სისტემის CD/DVD წამკითხავში Devices > Insert Guest Addition CD Image .

მონტაჟის მეთოდი ყველა ვირტუალიზირებული სისტემისთვის ერთნაირია, განსხვავდება მხოლოდ მისი ინსტალაციის პროცესი. განვიხილოთ ორი მათგანი Windows-სა და Linux-ზე

Windows: გავხსნათ «My computer» და დავაყენოთ ორი კლიკით.

Linux: ვაწვებით Run



Drop and Drag: გაძლევთ  საშუალებას, მაუსის კურსორის მეშვეობით გადაიტანოთ ნებისმიერი სახის ფაილი  თქვენთვის სასურველ ფოლდერში ვირტუალიზირებული სისტემიდან ფიზიკურ სისტემაზე და პირიქით, მაგრამ ის არ მუშაობს Guest Addition CD-ს გარეშე.


Clone: მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ არსებული ვირტუალური სისტემის სრული ასლი, რომელიც იქნება დამატებული VirtualBox-ის სიაში ახალი Host-ის სახით. ეს გაძლევთ საშუალებას გქონდეთ ორი იდენტური ვირტუალური Host-ი.


Import/Export: ფუნქციით იქმნება არსებული Host-ის Portable ასლი, რომელიც Export–ით შეგიძლიათ შეინახოთ  ნებისმიერ ინფორმაციის მატარებელზე ან გაუზიაროთ მესამე პირს. Import-ის მეშვეობით აღადგინოთ.


SnapShot: სნაპშოტის დახმარებით იქმნება არსებული ვირტუალური სისტემის ამჟამინდელი ასლის ვერსია რომელიც გაძლევთ საშუალებას სისტემის დაზიანების შემდგომ აღადგინოთ ის.

VirtualBox-ის ინსტალაცია:

Windows:
გადმოვწეროთ საინსტალაციო ფაილი ოფიციალური web-გვერდიდან და დავაყენოთ, როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამა. ორი წკაპით და Next Next-ით დახმარებით

Linux:
გავხსნათ ნებისმიერი Terminal-ის ემულატორი და გავწეროთ დაბლა მოცემული ბრძანება. რის შემდგომ VirtualBox-ი გამოჩნდება თქვენი დისტრიბუტივის პროგრამების სიაში.

sudo apt install virtualbox

ან შეგიძლიათ გადმოწეროთ .deb გაფართოების ფაილი ოფიციალური web-გვერდიდან და დააყენოთ gedit-ის, software-ის ან dpkg ბრძანების მეშვეობით.