Droid Over Wifi აპი არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი ანდროიდ მოწყობილობა დავაკავშიროთ ლეპტოპთან PC- სთან ან სხვა მოწყობილობასთან მხოლოდ Wifi -ის მეშვეობით, შეუფერხებლად ნებისმიერი ბრაუზერისა და ნებისმიერი ოპერაციული სისტემის საშუალებით.
მისი მეშვეობით ხდება ფაილების და საქაღალდეების გადატანა, დათვალიერება, სახელის გადარქმევა, წაშლა.
MediaView ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გაუშვათ ფილტრი დასახელების, შინაარსის მიხედვით და ნახოთ ვიდეო და აუდიო ფაილები, რომლებსაც შეიცავს მიმდინარე საქაღალდე.
შეგიძლიათ განახორციელოთ მთლიანი ეკრანის ვიდეოების პირდაპირი სტრიმინგი თქვენი ტელეფონიდან და იმავდროულად ნახოთ თქვენი ფოტოები ბრაუზერის სხვა ჩანართში. მრავალი ფაილის ჩამოტვირთვის შემთხვევაში ავტომატურად ხდება შერჩეულ ფაილების ZIP გაფართოებაში მოთავსება.
droid over wifi -ის არ ესაჭიროება ინტერნეტ ტრაფიკი, ის მუშაობს ლოკალურ ქსელში.
ქვემოთ მოცემულ მაგალითში განხილულია, თუ როგორ ხდება აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით კონტენტის გაზიარება, თქვენს ლოკალურ ქსელში სმართფონის გამოყენებით.
პირველ რიგში საჭიროა ჩვენს ანდროიდზე დავაინსტალიროთ აპლიკაცია Droid Over Wifi, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ
.
გავუშვათ Drive Over Wifi
მოვიყვანოთ მუშა მდგომარეობაში/მივანიჭოთ აქტიურის სტატუსი
გამოიტანს ზემოთ მოცემულ ფანჯარას, სადაც მივუთითებთ სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებულ ერთჯერად პინს, რომელიც მოცემულია აიპი მისამართთან ერთად pin: ში
პინის დადასტურების შემდეგ მოწყობილობა წარმატებით დაუკავშირდება ჩვენს ანდროიდს და შეგვიძლია შევასრულოთ ნებისმიერი მოქმედება რაც სტატიაშია განხილული
გისურვებთ წარმატებებს !