ამ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ შეგიძლიათ აღადგინოთ ან წაშალოთ windows მომხმარებლის ან გარიშზე წვდომის პაროლი.

გაჩვენებთ ორ მეთოდს.

ორივე მეთოდისთვის დაგჭირდებათ ჩამტვირთავი ფლეშკა.

მეთოდი №1

პირველი მეთოდის განსახორციელებლად თქვენ მოგიწერვთ cmd-სთან მუშაობა.

ამისათვის ფლეშკის დახმარებით ჩავტვირთოდ ჩვენი ჩამტვირთავი, როგორც უბრალო ინსტალაციის დროს.

ჩატვირთვის შემდგომ ეკრანზე იხილავთ სურათზე მოცემულ ფანჯარას, შემდეგ SHIFT+F10 ღილაკების კომბინაციით, გამოვიძახოთ CMD ფანჯარა.


თქვენ cmd-ს მეშვეობით უნდა გადახვიდეთ windows/system32 საქაღალდეში, რომელიც იქნება განთავსებული მყარ დისკზე. ძირითადად მყარი დისკი განთავსებულია C დისკის დასახელებით, (რადგან ჩვენ ჩავტვირთედ და ვიყენებთ bootable usb რომელსაც სისტემა მთავარ დისკად მიიჩნევს, ის ჩვენს მყარ დისკ ანუ C დისკ ხედავს როგორც D დისკს) შესაძლოა რომ თქვენი მყარი დისკის დასახელება განსხვავდებოდეს.

გამოვიყენოთ diskpart-ი ან შევიყვანოთ დაბლა მოცემული ბრძანება cmd-ში რომ დავრწმუნდეთ ჩვენი დისკის დასახელებაში:

wmic logicaldisk get description,name

ჩემს შემთხვევაში დისკი დასახელება არის D ამიტომ გადავინაცვლებ მასში.

შემდეგი ბრძანებით:

D:

ვამოწმებთ რომ ჩვენ გადავინაცლეთ d: დისკზე:

dir

სადაც თქვენ იხილავთ:


შემდეგ გადავინაცვლოთ Windows/System32 საქაღალდეში:

cd Windows\System32

ვქმნით cmd-ს ასლს:

copy cmd.exe cmd_back.exe

ვქმნით sethc ასლს:

copy sethc.exe setch_back.exe

ვუცვლით სახელს cmd-ს და ვარქმევთ sethc:

copy cmd.exe sethc.exe

ამის შემდეგ დავხუროთ  ყველა ფანჯარა და გადავტვირთოთ კომპიუტერი. სისტემის ხელახალი ჩატვირთვის შემდგომ ის თქვენ ისევ მოგთხოვთ მომხმარებლის პაროლს.
მოქმედების გასაგრძელებლად თქვენ SHIFT ღილაკს უნდა დააჭიროთ 5 ჯერ (სწრაფად).

გაიხსნება cmd ფანჯარა სადაც ჩვენ უნდა შევიყვანოთ შემდეგი ბრძანებები მომხმარებლების სიის შესამოწმებლად:

net user

შემდგომ ის მოგთხოვთ შეიყვანოთ ახალი პაროლი, თუ კი პაროლის გარეშე გსურთ სისტემაში შესვლა, დატოვეთ ცარიელი (Enter ღილაკის გამოყენებით).

net user tengo *

ყურადღება!!!
თუ თქვენი მომხმარებლის სახელი შეიცავ გამყოფს მოათავსეთ ის “ბრჭყალებში“

მეთოდი №2

მეორე მეთოდს გიჩვენებთ სქრინშოტების მეშვეობით, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები თუ რა უნდა გავაკეთოდ იმისათვის, რომ წავშალოთ მომხმარებლის პაროლი.





SAM ფაილის ადგილმდებარეობა Windows\System32\config