დღეს მინდა გაგიზიაროთ თვითხელმოწერილი SSL სერტიფიკატის შექმნის პროცესი. ეს ძალიან გამოსადეგი იქნება მათთვის, ვინც ქმნის სხვადასხვა ტიპის პროექტებს, რომლებსაც სჭირდება SSL სერტიფიკატი, ან დგამს პირველ ნაბიჯებს Linux-ის სამყაროში. ამასთანავე, ეს მეთოდი შესაძლოა გამოყენებულ იქნას კორპორატიულ ქსელებში, სადაც ყველა კლიენტი ენდობა გამოცემულ თვითხელმოწერილ სერტიფიკატს. ამ მაგალითს განვახორციელებ Ubuntu 24.04 დისტრიბუტივზე, რომლისთვისაც დაგვჭირდება Apache2 ვებ-სერვერის აპლიკაცია და…
კატეგორია: უსაფრთხოება

რატომ არის Flatpak მომავლის პაკეტების მენეჯერი?
Linux-ის სამყაროში არ არსებობს წვრილმანები: ყოველი მცირედი დეტალი, როგორიცაა გარემოს არჩევა თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ხშირად დისკუსიისა და კამათის საგანი ხდება. გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებლებს არა მხოლოდ პაკეტების მარტივად გაშვება, არამედ უსაფრთო და შეზღუდვების გარეშე გამოყენება სურთ. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, გაგიზიაროთ კიდევ ერთი პაკეტების მენეჯერი სახელად Flatpak-ი. ვინ და რატომ შექმნა Flatpak-ი ? Flatpak-ი შექმნილია…

F3 – ფლეშ მეხსიერების ტესტირების ინსტრუმენტი
F3 (Fight Flash Fraud) არის მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგებლო უტილიტა ლინუქსისთვის,რომელიც გამოიყენება ტესტირებისთვის, USB ფლეშ მეხსიერებების და SD ბარათების სანდოობის შესამოწმებლად . რა არის F3-ის დანიშნულება? F3 დაგეხმარებათ გამოავლინოთ ყალბი ან დეფექტური მეხსიერების მოწყობილობები, რომლებიც აჩვენებენ უფრო მეტ მოცულობას, ვიდრე რეალურად აქვთ. ეს ხშირი პრობლემაა იაფ ან არასანდო წყაროებიდან შეძენილ მოწყობილობებში. როგორ მუშაობს F3? F3…

Mininet გარემო, ქსელის შესწავლისა და ტესტირებისთვის
Mininet არის ქსელის ემულატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ვირტუალური ქსელები ერთ ფიზიკურ მანქანაზე. ის ჩვეულებრივ გამოიყენება ქსელის განვითარების, ტესტირების, კვლევისა და შესწავლისთვის. Mininet-ით შეგიძლიათ სხვადასხვა ქსელის ტოპოლოგიის სიმულაცია, ექსპერიმენტი ქსელის პროტოკოლებით და ქსელის მუშაობის შეფასება ფიზიკური ტექნიკის საჭიროების გარეშე. მიმოვიხილოთ კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ Mininet-ით: ქსელის ტოპოლოგიის ტესტირება თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რთული ქსელის ტოპოლოგიები, რომლებიც…

თავისუფალი და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები
როგორც წინა სტატიაში ავღნიშნე, უმეტეს შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის საკუთრება რჩება იმ პირს ან კომპანიას, რომელმაც შექმნა იგი. მომხმარებლებს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ლიცენზია ეძლევათ. ეს საკითხი რეგულირდება საავტორო უფლებები შესახებს კანონით. ლიცენზირება, განასხვავებს ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფას დახურული პროგრამული უზრუნველყოფისგან. ორ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში, შეიძლება ჩაითვალოს: the Free Software Foundation…

რა უნდა ვიცოდეთ License-ის შეძენამდე?!
გარკვეულ პოზიციებზე მუშაობისას IT სპეციალისტსს ევალება დაამუშაოს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების თემები, მათზე გასაწვი ხარჯების ჩათვლით. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდესაც ვსაუბრობთ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე, არის სამი განსხვავებული კომპონენტი, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია: Ownership – საკუთრება საკუთრება ეხება ერთეულს ან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს პროგრამულ უზრუნველყოფაზე. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც თქვენ ყიდულობთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რეალურად…