ამ სტატიის მეშვეობით გიზიარებთ მცირე ინფორმაციას პენტესტინგისთვის განკუთვნილ დისტრიბუტივებში არსებულ ხელსაწყოებზე. NMAP nmap არის ქსელური სკანერი, გამოიყენება კომპიუტერულ ქსელში ჰოსტებისა და სერვისების აღმოსაჩენად პაკეტების გაგზავნით და პასუხების ანალიზის გზით. nmap უზრუნველყოფს უამრავ ფუნქციას კომპიუტერული ქსელების შესამოწმებლად, მათ შორის ჰოსტის აღმოჩენისა და სერვისისა და ოპერაციული სისტემის ამოცნობის ჩათვლით. ეს ფუნქციები გაფართოებულია სკრიპტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისების უფრო…
კატეგორია: Termux
სრულფასოვანი ოპერაციული სისტემა Termux-ზე
ამ სტატიის ფარგლებში განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია გარდავქმნათ ბევრისთვის ნაცნობი და საკმაოდ პოპულარული Termux-ი “სრულფასოვან ოპერაციულ სისტემად“. ვინც დაინტერესებულნი ხართ, გამოგიყენებიათ ან გსმენიათ Termux-ის შესახებ, ალბათ იცით, რომ ეს არის უფასო Terminal-ის ემულატორი Android-ის ოპერაციული სისტემებისთვის. მასში მუშაობა ხდება ბრძანებათა ხაზის მეშვეობით, რომელიც მოიცავს GNU/Linux-ის ოპერაციული სისტემების პაკეტების დიდ რაოდენობას (სიას), რომლის საწყისად ნაგულისხმევი პაკეტების…
Termux – მონაცემთა ბაზების სერვერი
დღევანდელ სტატიაში განვიხილავ MariaDB Server-ის ინსტალაციას Android მოწყობილობებზე Termux-ის გარემოში. პირველ რიგში გავამახვილებ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ Play Store-დან ჩამოტვირთლი Termux-ი საკმაოდ მოძველებულია და არ ფუნქციონირებს გამართულად. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად შეგვიძლია იგი გადმოვწეროთ ოფიციალური github გვერდიდან APK გაფართოების ფაილით ან ვისარგებლოთ Play Store-ს საკმაოდ პოპულარული ალტერნატივით, რომლის სახელიცაა F-Droid. კომფორტული მუშაობისთვის გამოვიყენებ ssh კავშირს….
Kali Linux-ი თქვენს მობილურზე
მოგესალმებით მეგობრებო, ამ სტატიაში მინდა გაჩვენოთ Kali NetHunter-ის ინსტალაციის მეთოდი Termux-ის გარემოში. ყურადღება !!! სტატიის ავტორი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. სტატიას ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს. ნაბიჯი პირველი დავიწყებ იქედან, რომ Termux-ი ჩამოტვირთული Google-ს ოფიციალური მარკეტიდან “Play Store-დან” არის საკმაოდ მოძველებული და არ მუშაობს გამართულად.Termux-ის მომხმარებლები შეხვდებოდით შემდეგ შეცდომას. როგორც უკვე ავღნიშნე, ეს…
ფაილებსა და დირექტორიებზე წვდომა chmod ბრძანებით
მოგესალმებით, დღეს მინდა გესაუბროთ unix-ის მსგავს ოპერაციულ სისტემებში არსებულ chmod ბრძანებაზე. chmod ბრძანება გამოიყენება ფაილებისა და დირექტორიების წვდომის ნებართვების შესაცვლელად. უკეთ რომ გავიგოთ მისი დანიშნულება განვმარტოთ Linux-ის ნებართვების ძირითადი მოდელი. Linux-ში თითოეული ფაილი ასოცირდება მფლობელთან, ჯგუფთან და სხვა დანარჩენთან. წვდომის უფლებების სამი განსხვავებული კლასი არსებობს. ფაილის მფლობელების შეცვლა შესაძლებელია chown და chgrp ბრძანებების გამოყენებით. არსებობს…
როგორ ვიმუშაოთ (tar, zip, gzip, bzip2, xz) არქივებთან Terminal-ის გამოყენებით
Unix– ზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემებზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის არქივის ფორმატებთან მუშაობა. ამ სტატიაში მოცემულია არქივის ყველაზე გავრცელებული tar, zip, gzip, bzip2, xz ფორმატების ჩამონათვალი და მათი პარამეტრები. დავიწყოთ tar არქივატორით linux-ის და unix-ის მსგავს ოპერაციულ სისტემებში პროგრამა tar (Tape Archiver), გამოიყენებოდა მონაცემთა სარეზერვო ასლის შესაქმნელად ფირის დისკებზე. ეს საშუალებას გაძლევთ შექმნათ ან ამოიღოთ ფაილები საარქივო…