XAMPP არის ღია კოდის წყაროს კროსპლატფორმული WEB სერვერი, რომელიც შემუშავებულია Apache Friends-ის მიერ. იგი ხელმისაწვდომია ისეთ პოპულარ ოპერაციულ სისტემებზე, როგორებიცაა Windows, Mac OS-ი და GNU/Linux-ი. ვიდრე შევუდგებოდეთ თავად XAMPP-ის ინსტალაციას, ორიოდე სიტყვით გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას, იმის შესახებ თუ ვისთვის იქნება სასარგებლო აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა. ვისთვის არის XAMPP-ი? დამწყებთათვის მათთვის, ვისაც სურს ღია კოდის წყაროს…
კატეგორია: ქსელები და სერვერები
WI-FI sniffing – Monitoring რეჟიმი
შენიშვნა*: სტატიის ავტორი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.სტატია ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს. უსადენო ქსელში შექმნილი პრობლემების გასაანალიზებლად და აღმოსაფხვრელად ერთერთი მეთოდი, რომელსაც ქსელის ადმინისტრატორები და უსაფრთხოების სპეციალისტები (CyberSec) მიმართავენ, არის ქსელის მონიტორინგი. ქსელის მონიტორინგს ასევე წარმატებით იყენებენ ადამიანები, რომლებსაც განძრახული აქვთ მოიპოვონ არა სანქცირებული წვდომა თქვენს WI-FI ქსელზე. რა არის მონიტორინგის რეჟიმი უკაბელო…
მონაცემთა ბაზები – Databases
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მონაცემთა ბაზების შესახებ და გავეცნობით თუ რა სახის და ტიპის მონაცემთა ბაზები არსებობს. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება, როგორც დამწყები პროგრამისტებისთვის, ასევე სისტემებისა და ქსელების ადმინისტრატორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაეუფლონ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპებს. დასაწყისისთვის განვმარტოთ, თუ რა არის მონაცემთა ბაზა და რისთვის არის საჭირო ის. მონაცემთა ბაზები მრავალი თანამედროვე პროგრამული…
დარჩით ანონიმურნი ქსელში
ამ სტატიაში ვისწავლით, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ უფრო მეტად ანონიმურები ინტერნეტ სივრცეში, სწრაფად და ეფექტურად Anonsurf-ის დახმარებით. შენიშვნა*: Anonsurf-ის TorIpTables და Tor Browser-ის გამოყენება არ იძლევა სრულფასოვანი ანონიმურობის გარანტიას Tor-ის ქსელში. ზემოთ ხსენებული ანონიმურობის შესანარჩუნებლად საჭიროა გარკვეული წესების დაცვა. რა არის Anonsurf-ი ?! დავიწყოთ იმით, რომ Anonsurf-ს არ შეგვიძლია ვუწოდოთ პროგრამა, რადგან ეს არის სკრიპტი,…
კავშირი WIFI-თან cli-ის მეშვეობით
დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ერთ ერთ მეთოდს, თუ როგორ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ WIFI ქსელს Terminal-ის მეშვეობით. ის განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც თქვენ გაქვთ WIFI მიმღები და არ გაგაჩნიათ გრაფიკული ინტერფეისი თქვენს Linux-ის დისტრიბუტივზე ან ….. მოკლედ მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი. მოდით გადავიდეთ მის გამოყენებაზე. გაჩვნებთ, მხოლოდ ძირითად ბრძანებებს, რათა შეძლოთ WIFI ქსელთან დაკავშირება, ხოლო უფრო…
RAID მასივები
ალბათ ყველას გქონიათ კითხვა, როგორ შევინახოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები ისე, რომ არ დავკარგოდ ისინი და თან ამავდროულად გვქონდეს ამ მონაცემთა სარეზერვო ასლი? პასუხი მარტივია RAID მასივი. რა არის RAID-ი, მცირი ისტორია მის შესახებ RAID (Redundant Array of Inexpensive Disks), შეგვიძლია გადავთარგმნოთ, როგორც “იაფი დისკების ზედმეტი მასივი”. დასახელება ჩამოყალიბდა იმ დროის პერიოდში, როდესაც დიდი ტევადობის დისკები…