დღეს მინდა გაგიზიაროთ თვითხელმოწერილი SSL სერტიფიკატის შექმნის პროცესი. ეს ძალიან გამოსადეგი იქნება მათთვის, ვინც ქმნის სხვადასხვა ტიპის პროექტებს, რომლებსაც სჭირდება SSL სერტიფიკატი, ან დგამს პირველ ნაბიჯებს Linux-ის სამყაროში. ამასთანავე, ეს მეთოდი შესაძლოა გამოყენებულ იქნას კორპორატიულ ქსელებში, სადაც ყველა კლიენტი ენდობა გამოცემულ თვითხელმოწერილ სერტიფიკატს. ამ მაგალითს განვახორციელებ Ubuntu 24.04 დისტრიბუტივზე, რომლისთვისაც დაგვჭირდება Apache2 ვებ-სერვერის აპლიკაცია და…
კატეგორია: ქსელები და სერვერები

რატომ არის Flatpak მომავლის პაკეტების მენეჯერი?
Linux-ის სამყაროში არ არსებობს წვრილმანები: ყოველი მცირედი დეტალი, როგორიცაა გარემოს არჩევა თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ხშირად დისკუსიისა და კამათის საგანი ხდება. გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებლებს არა მხოლოდ პაკეტების მარტივად გაშვება, არამედ უსაფრთო და შეზღუდვების გარეშე გამოყენება სურთ. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, გაგიზიაროთ კიდევ ერთი პაკეტების მენეჯერი სახელად Flatpak-ი. ვინ და რატომ შექმნა Flatpak-ი ? Flatpak-ი შექმნილია…

მძლავრი და მსუბუქი Torrent კლიენტი.
ტორენტების მართვისა და ფაილების ჩამოტვირთვის სამყაროში, არსებობს მრავალი გამოსავალი, როგორც გრაფიკული ინტერფეისით, ასევე ბრძანებათა ხაზით. ეს კლიენტი გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით, მრავალფუნქციურობით და მარტივად გამოყენებით, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის გამოცდილი მომხმარებლებისა და სისტემის ადმინისტრატორებისთვის. ეს კლიენტი გახლავთ aria2c. რა არის aria2c? aria2c არის ბრძანებათა ხაზის ინსტრუმენტი, რომელიც მხარს უჭერს ფაილების ჩამოტვირთვას სხვადასხვა პროტოკოლების საშუალებით, მათ…

კონტეინერიზაცია Docker-ი
უმრავლესობისთვის ცნობილია ვირტუალიზაციის ისეთი პროგრამები, როგორიცაა: VirtualBox, VMware, Hyper-v და სხვა… ამ ვირტუალიზაციის საშუალებებს მოიხსენიებენ ჰიპერვიზორებად. დღეს დღეობით პოპულარულია ვირტუალიზაციის ისეთი მეთოდი, რომელიც იყენებს არა ზემოთ ხსენებულ ჰიპერვიზორს, არამედ ალტერნატიულ მიდგომას, რომელსაც ეწოდება კონტეინერიზაცია. ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კონტეინერიზაციის სისტემა გახლავთ Docker-ი. Docker არის პლატფორმა და ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც საშუალებას გაძლევთ განავითაროთ, განათავსოთ და გაუშვათ…

Markdown vs HTML
MarkDown შემოკლებით MD. არის მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება ტექსტის ფორმატირებისთვის. იგი შექმნა ჯონ გრუბერმა აარონ სვარცთან თანამშრომლობით. მათ Markdown შექმნეს 2004 წელს, რათა მინიმალური სინტაქსის გამოყენებით შეექმნათ მარტივი მარკირების ენა, რომელიც მარტივად გარდაიქმნება HTML-ში. MarkDown მარკირების ენამ საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და აქტიურად გამოიყენება, ბლოგების დასაწერად, Wiki პოსტების შესაქმნელად და ფორუმებზე ტექსტის სტრუქტურიზებისთვის. მისი სიმარტივისა…

Mininet გარემო, ქსელის შესწავლისა და ტესტირებისთვის
Mininet არის ქსელის ემულატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ვირტუალური ქსელები ერთ ფიზიკურ მანქანაზე. ის ჩვეულებრივ გამოიყენება ქსელის განვითარების, ტესტირების, კვლევისა და შესწავლისთვის. Mininet-ით შეგიძლიათ სხვადასხვა ქსელის ტოპოლოგიის სიმულაცია, ექსპერიმენტი ქსელის პროტოკოლებით და ქსელის მუშაობის შეფასება ფიზიკური ტექნიკის საჭიროების გარეშე. მიმოვიხილოთ კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ Mininet-ით: ქსელის ტოპოლოგიის ტესტირება თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რთული ქსელის ტოპოლოგიები, რომლებიც…