დღეს მინდა გაგიზიაროთ თვითხელმოწერილი SSL სერტიფიკატის შექმნის პროცესი. ეს ძალიან გამოსადეგი იქნება მათთვის, ვინც ქმნის სხვადასხვა ტიპის პროექტებს, რომლებსაც სჭირდება SSL სერტიფიკატი, ან დგამს პირველ ნაბიჯებს Linux-ის სამყაროში. ამასთანავე, ეს მეთოდი შწსაძლოა გამოყენებულ იქნას კორპორატიულ ქსელებში, სადაც ყველა კლიენტი ენდობა გამოცემულ თვითხელმოწერილ სერტიფიკატს. ამ მაგალითს განვახორციელებ Ubuntu 24.04 დისტრიბუტივზე, რომლისთვისაც დაგვჭირდება Apache2 ვებ-სერვერის აპლიკაცია და…
კატეგორია: პროგრამირება

Markdown vs HTML
MarkDown შემოკლებით MD. არის მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება ტექსტის ფორმატირებისთვის. იგი შექმნა ჯონ გრუბერმა აარონ სვარცთან თანამშრომლობით. მათ Markdown შექმნეს 2004 წელს, რათა მინიმალური სინტაქსის გამოყენებით შეექმნათ მარტივი მარკირების ენა, რომელიც მარტივად გარდაიქმნება HTML-ში. MarkDown მარკირების ენამ საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და აქტიურად გამოიყენება, ბლოგების დასაწერად, Wiki პოსტების შესაქმნელად და ფორუმებზე ტექსტის სტრუქტურიზებისთვის. მისი სიმარტივისა…

თავისუფალი და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები
როგორც წინა სტატიაში ავღნიშნე, უმეტეს შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის საკუთრება რჩება იმ პირს ან კომპანიას, რომელმაც შექმნა იგი. მომხმარებლებს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ლიცენზია ეძლევათ. ეს საკითხი რეგულირდება საავტორო უფლებები შესახებს კანონით. ლიცენზირება, განასხვავებს ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფას დახურული პროგრამული უზრუნველყოფისგან. ორ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში, შეიძლება ჩაითვალოს: the Free Software Foundation…

გამართეთ და მოირგეთ XAMPP სერვერი
დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ მოირგოთ XAMPP სერვერი, რათა შეძლოთ მისი კომფორტულად გამოყენება თქვენს ოპერაციულ სისტემაში. ამ სტატიის წაკითხვამდე გთხოვთ გაეცნოთ წინა სტატიას, სადაც აღწერილია თავად XAMPP სერვერის ინსტალაცია და სხვა ნიუანსები. მოდით დავიწყოთ XAMPP Manager-ის ლოგოს დამატებით აპლიკაციების სიაში, რათა შევძლოთ მისი ერთი წკაპით გაშვება და არ მოგვიწიოს უზარმაზარი ბრძანების გაწერა Termina-ის ემულატორში. პირველ…

XAMPP-ი უსაზღვრო Development-ი
XAMPP არის ღია კოდის წყაროს კროსპლატფორმული WEB სერვერი, რომელიც შემუშავებულია Apache Friends-ის მიერ. იგი ხელმისაწვდომია ისეთ პოპულარ ოპერაციულ სისტემებზე, როგორებიცაა Windows, Mac OS-ი და GNU/Linux-ი. ვიდრე შევუდგებოდეთ თავად XAMPP-ის ინსტალაციას, ორიოდე სიტყვით გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას, იმის შესახებ თუ ვისთვის იქნება სასარგებლო აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა. ვისთვის არის XAMPP-ი? დამწყებთათვის მათთვის, ვისაც სურს ღია კოდის წყაროს…

მონაცემთა ბაზები – Databases
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მონაცემთა ბაზების შესახებ და გავეცნობით თუ რა სახის და ტიპის მონაცემთა ბაზები არსებობს. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება, როგორც დამწყები პროგრამისტებისთვის, ასევე სისტემებისა და ქსელების ადმინისტრატორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაეუფლონ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპებს. დასაწყისისთვის განვმარტოთ, თუ რა არის მონაცემთა ბაზა და რისთვის არის საჭირო ის. მონაცემთა ბაზები მრავალი თანამედროვე პროგრამული…