რა არის Gnu/Linux-ი ?
Gnu/Linux-ი არის თავისუფალი UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემა.
როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ Gnu/Linux-ის გარემოში
Gnu/Linux-ში შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც გრაფიკული ინტერფეისით ასევე Terminal-ის მეშვეობით (ბრძანებათა ხაზით)
რა არის GPL-ი
GPL-ი არის GNU General Public License უფასო პროგრამული ლიცენზია, რომელიც შეიქმნა GNU პროექტის მიერ 1988 წელს.
რა არის დისტრიბუტივი?
დისტრიბუტივი არის, Linux – ის ბირთვს დამატებული სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური ან ავტომატიზირებული საწყისი კონფიგურაციის დამხმარე საშუალებები.
რა არის ბრძანებათა ხაზი ?
ბრძანებათა ხაზი იგივე CLI (Command Line Interface). იგივე SHELL-ი ტექსტური ინტერფეისი ადამიანსა და კომპიუტერს შორის, რომელიც გაძლევთ საშუალებას კლავიატურიდან შეყვანილი ტექსტური ბრძანებების მეშვეობით, გამართოთ კომპიუტერი და სისტემა.
გამოიყენებს თუ არა Mac OS Linux-ის ბირთვს ?
Mac OS-ი არის Apple-ს კუთვნილი ოპერაციული სისტემა რომელიც ეკუთვნის UNIX ოპერაციული სისტემის ოჯახს.