Linux-ის სამყაროში არ არსებობს წვრილმანები: ყოველი მცირედი დეტალი, როგორიცაა გარემოს არჩევა თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ხშირად დისკუსიისა და კამათის საგანი ხდება. გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებლებს არა მხოლოდ პაკეტების მარტივად გაშვება, არამედ უსაფრთო და შეზღუდვების გარეშე გამოყენება სურთ. 
ამიტომ გამიჩნდა სურვილი, გაგიზიაროთ კიდევ ერთი პაკეტების მენეჯერი სახელად Flatpak-ი.
ვინ და რატომ შექმნა Flatpak-ი ?
Flatpak-ი შექმნილია “ალექსანდრე ლარსონი”-ს მიერ 2015 წელს. იგი გახლავთ ბევრისთვის, ცნობილი დისტრიბუტივი Red Hat-ის Developer-ი, იგი მიზნად ისახავდა შეექმნა ისეთი პაკეტების გავრცელების სისტემა, რომელიც კონკრეტული Linux-ს დისტირიბუციისგან დამოუკიდებლად იმუშავებდა, რადგან ყველა დედან დისტრიბუტივს გააჩნია თავისი პაკეტების მენეჯერი (deb, rpm და ა.შ), რაც ხელს უშლის დეველოპერებს თავიანთი პროგრამების მოხერხებულად გავრცელებაში. ხოლო, Flatpak-მა ეს პრობლემა ერთიანი ფორმატის შეთავაზებით გადაჭრა, სადაც აპლიკაციას ყველა საჭირო ბიბლიოთეკა მოყვება და იზოლირებულ გარემოში მუშაობს.
Flatpak VS Snap. ძლიერი და დადებით მხარეები.
Flatpak-ის მთავარ უპირატესობად, დეცენტრალიზაცია ითვლება: Snap-ისგან განსხვავებით, რომელიც ერთ ოფიციალურ მაღაზიასთანაა დაკავშირებული, ნებისმიერს შეუძლია შექმნას საკუთარი Flatpak რეპოზიტორი. ეს ეკოსისტემას უფრო მოქნილს და ერთი კომპანიისგან დამოუკიდებელს ხდის.
კიდევ ერთი უპირატესობა გამოიხატება მის გამჭვირვალობასა და მრავალფეროვნებაში. Flatpak მუშაობს Linux-ის ყველა პოპულარულ დისტრიბუტივზე და მისი იზოლაცია sandboxing-ისა და პორტალების გამოყენებით, უფრო მოქნილ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელს ხდის. გარდა ამისა, Flatpak არ აწესებს პაკეტების იძულებულ განახლებებს და არ არის მიბმული ცენტრალიზებულ ტელემეტრიულ სისტემას.
პაკეტების მენეჯერის ინსტალაცია.
Flatpak-ის ინსტალაციისთვის გირჩევთ ესტუმროთ ოფიციალურ ვებსაიტს, სადაც შეძლებთ გაეცნოთ მხარდაჭერილი დისტრიბუტივების ჩამონათვალს და აქვე მოიპოვოთ დეტალური ინსტრუქციები თქვენი დისტრიბუტივის შესაბამისად.
ძირითადი ბრძანებები
Flatpak-ის გამართვის შემდგომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანებები:
პროგრამული უზრუნველყოფის საინსტალაციოდ:
flatpak install flathub <package_name>
პროგრამული უზრუნველყოფის გასაშვებად (არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ გახსნათ GUI-ში):
flatpak run <package_ID>
ყველა Flatpak-ის განახლება:
flatpak update
ჩამოტვირთული პაკეტების სია:
flatpak list
აპლიკაციის წაშლა:
flatpak uninstall <package_ID>
ყველა ოფციის ნახვა:
flatpak --help
ასევე მინდა გირჩიოთ, ოფიციალური Flatpak-ის რეპოზიტორი სახელად Flathub-ი.
დასკვნა
Flatpak-მა Linux-ის ეკოსისტემის განვითარებაში, მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა: მან გაამარტივა დეველოპერების ცხოვრება, მომხმარებლებს მეტი თავისუფლება შესთავაზა და აპლიკაციები დისტრიბუტივებისგან დამოუკიდებელი გახადა. გარდა ამისა, პრაქტიკაში, Flatpak-ის აპლიკაციები ხშირად უფრო სწრაფად იშვებს და მუშაობს, ვიდრე მათი Snap ანალოგები, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომხმარებლების არჩევანში.
საბოლოო ჯამში, ყველა თავად წყვეტს, რომელი პაკეტის ფორმატი გამოიყენოს. მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების მოსაზრებების მოსმენა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი დასკვნების გამოტანა. სცადეთ ორივე ვარიანტი და გადაწყვიტეთ, რომელია თქვენთვის უფრო ახლოს. გმადლობთ ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
