დღევანდელი პოსტი განკუთვნილია მათთვის, ვინც იყენებს ნებისმიერ Linux-ზე დაფუძნებულ დისტრიბუტივს GNOME-ის სამუშაო გარემოთი — არ აქვს მნიშვნელობა, ლეპტოპზე მუშაობთ თუ Desktop კომპიუტერზე.
GNOME-ში ცხელი ღილაკების (Hotkeys) შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა. შეგვიძლია როგორც არსებული კომბინაციების გამოყენება, ასევე ახალი შორთქათების დამატება ან არსებული კონფიგურაციის შეცვლა Settings → Keyboard მენიუდან.
ჩემს კლავიატურაზე არსებობს “Copilot“-ს ღილაკი , რომელსაც Ubuntu-ზე არ გააჩნია რაიმე სტანდარტული ფუნქცია . ადრე მას ვიყენებდი მხოლოდ ტერმინალის გასახსნელად, მაგრამ მოგვიანებით დამჭირდა მისი უფრო მრავალფუნქციური გამოყენება: სხვადასხვა პროგრამისა და სკრიპტის სწრაფი გაშვება ერთი ღილაკით.
მინდოდა, ამ ღილაკზე დაჭერისას გამოჩენილიყო სადიალოგო ფანჯარა ღილაკებით, რომელიც მომცემდა შესაძლებლობას ამერჩია საჭირო ქმედება.
დღეს გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ ამის განხორციელება მარტივი Bash სკრიპტის დახმარებით.
საჭირო პაკეტების
პირველ რიგში, გვჭირდება ორი პაკეტი — yad და zenity — რომლებიც საშუალებას მოგცემენ შევქმნათ GUI-ში სადიალოგო ფანჯრები.
ინსტალაციისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბრძანება:
sudo apt install yad zenity
სკრიპტის შექმნა
შემდეგი ნაბიჯია Bash სკრიპტის შექმნა და მისი განთავსება სისტემურ დირექტორიაში /usr/local/bin, რათა მოხერხდეს მისი მარტივად შესრულება.
მაგალითად:
sudo vim /usr/local/bin/hotkeydialog.sh
ფაილში გაწერეთ შემდეგი სკრიპტი:
#!/bin/bash
yad --center --title="აირჩიეთ ქმედება" \
--button="Terminal-ი:1" \
--button="Fast:2" \
--button="SSH to Local SRV:3" \
--button="Local SRV ping:4" \
--button="დახურვა:0"
case $? in
1)
gnome-terminal
;;
2)
gnome-terminal -- bash -c "fast; exec bash"
;;
3)
gnome-terminal -- bash -c "ssh gith; exec bash"
;;
4)
gnome-terminal -- bash -c "ping 192.168.1.115; exec bash"
;;
0)
echo "გაუქმდა"
;;
esac
სკრიპტის ამუშავება
იმისათვის, რომ სისტემამ აღიქვას ჩვენს მიერ შექმნილი სკრიპტი, საჭიროა გარდავქმნათ ის გამშვებდ:
sudo chmod +x /usr/local/bin/hotkeydialog.sh
Shortcut-ის მიკუთვნება GNOME-ში
- გახსენით Settings → Keyboard.
- გადადით “View and Customize Shortcuts” სექციაში.
- აირჩიეთ Custom Shortcuts.
- დაამატეთ ახალი Shortcut და მიუთითეთ:
- Name: Hotkey Dialog
- Command: /usr/local/bin/hotkeydialog.sh
- Shortcut: თქვენთვის სასურველი ცხელი ღილაკი (მაგალითად: Copilot ღილაკი).
ამის შემდეგ, როცა დააჭერთ აღნიშნულ ღილაკს, გამოჩნდება თქვენი კონტექსტური მენიუ.

ასე უბრალოდ შეგვიძლია, ერთი ღილაკი გავხადოთ მრავალფუნქციური GNOME-ის სისტემაში.