MarkDown შემოკლებით MD. არის მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება ტექსტის ფორმატირებისთვის. იგი შექმნა ჯონ გრუბერმა აარონ სვარცთან თანამშრომლობით. მათ Markdown შექმნეს 2004 წელს, რათა მინიმალური სინტაქსის გამოყენებით შეექმნათ მარტივი მარკირების ენა, რომელიც მარტივად გარდაიქმნება HTML-ში.
MarkDown მარკირების ენამ საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და აქტიურად გამოიყენება, ბლოგების დასაწერად, Wiki პოსტების შესაქმნელად და ფორუმებზე ტექსტის სტრუქტურიზებისთვის. მისი სიმარტივისა და მოხერხებულობის წყალობით, Markdown გახდა ერთ-ერთი სტანდარტი, ტექსტის წერისა და ფორმატირებაში. იგი ასევე ფართოდ გამოიყენება დოკუმენტაციის საწარმოებლად.
Markdown გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ ისეთი კატეგორიის ტექსტის ფორმატირება როგორიცაა სათაურები, სიები, ბმულები და სხვა, მხოლოდ რამდენიმე სიმბოლოთი და სპეციალური კომბინაციების გამოყენებით. მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ სათაური, ჩასვათ ბმული ან სურათი, გარდაქმნათ ტექსტი დახრილად, შესაბამისი სიმბოლოების ან სინტაქსის დამატებით.
შესაძლოა, თქვენ უკვე გამოიყენებთ ამ მარკირების ენას, სხვადასხვა მესინჯერებში და საკომუნიკაციო აპლიკაციებში, მაგრამ ვერ აცნობიერებთ, რომ ეს რეალობაში MarkDown-ია. MD აქტიურად გამოიყენება ისეთ პროექტებში როგორიცაა:
- Discord
- Telegram
- slack
- GitHub
- GitLab
- Notion
- Trello
- Mastodon
- Medium
- Jira
- Asana
- WordPress
- Tumblr
- Bear
- Quip
- Dillinger
სინტაქსი
დავიწყოთ სათაურებით, როგორც ვიცით არსებობს სათაურის ექვსი ტიპი (Heading 1 დან Heading 6-ის ჩათვლით). თვითოეული მათგანი შეგვიძლია ჩავწეროთ #
(Hash Tag)-ის გამოყენებით. გამოყენებული #
-ის რაოდენობა განსაზღვრავს სათაურის (Heading) ზომას. რაც ანალუგიურია HTML-ისა.
# H1 სათაური
## H2 სათაური
### H3 სათაური
#### H4 სათაური
##### H5 სათაური
###### H6 სათაური
აბზაცები: აბზაცების შესაქმნელად აკრიფეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გსურთ აბზაცებს შორის გქონდეთ გამოტოვება, მათ შორის დატოვეთ ცარიელი ხაზი Enter ღილაკის გამოყენებით.
დაუნომრავი სიები: დაუნომრავი სიების შესაქმნელად გამოიყენება -
(ტირე). მისი გამოყენების შემდგომ უნდა გამოტოვოთ სივრცე და გვერდზე მიუწეროთ თქვენთვის სასურველი ტექსტი.
- Line 1
- Line 2
თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ჩაშლილი სიები, ქვემოთ მოცემული სინტაქსით.
- item
- subitem
დანომრილი სიების შესაქმნელად ტექსტს დაურთეთ 1.
(ციფრი.) გამოტოვეთ და დაწერეთ ტექსტი. დანომრილი სიები არ საჭიროებს სწორ ნუმერაციას რადგან ვიზუალურ მხარეს ის ავტომატურა გამოიტანს სწორად დანომრილ სიას. თუმცა სასურველია md
-ი გაფართოების ფაილში ინფორმაცია შეიტანოთ სწორი ნუმერაციით.
1. Line 1
1. Line 2
1. Line 3
1. Line 1
2. Line 2
3. Line 3
1. Line 1
- Sub Line 2
- Sub Sub Line 3
დახრილი ტექსტი შესაქმნელად გამოიყენება:
*Italic*
ტექსტი გამკვეთრება ხდება შემდეგნაირად:
**Bold**
ჰიპერ ბმულების შესაქმნელად გამოიყენება:
[Georgia IT Helpers](https://georgia-it-helpers.com)
სურათის დამატება: იდენტურია ჰიპერ ბმულისა მცირედი განსხვავებით, ჰიპერბმულში მოცემულ სინტაქს წინ უნდა დაუმატოთ !
-ის ნიშანი.
![ALT Atribut](URL_ფოტო)
ასევე შეგიძლიათ შექმნათ ცხრილები ქვემოთ მოცემული ფორმით:
სახელი | გვარი | მისამართი
--- | --- | --- |
თენგო | შუბლაძე | ჩემი მის
ეს არის მინიმალური Markdown სინტაქსის საფუძვლები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტის ფორმატირებისთვის. ძალიან მარტივია მისი გამოყენება.
ჩემი პირადი გამოცდილებით მინდა ავღნიშნო, რომ გასაუბრებების უმეტეს ეტაპზე რაც გამივლია დამსაქმებელთა უმრავლესობა ინტერესდებოდა საკითხით “ვფლობდი თუ არა MarkDown-ს”. ამიტომ გირჩევთ დაეუფლოთ მას და მიუთითოთ თქვენს რეზიუმეში.
დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია ჩავწერო ვიდეო უფრო მეტი განმარტებებითა და ფუნქციებით.