გარკვეულ პოზიციებზე მუშაობისას IT სპეციალისტსს ევალება დაამუშაოს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების თემები, მათზე გასაწვი ხარჯების ჩათვლით. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდესაც ვსაუბრობთ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე, არის სამი განსხვავებული კომპონენტი, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია:
Ownership – საკუთრება
საკუთრება ეხება ერთეულს ან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს პროგრამულ უზრუნველყოფაზე. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც თქვენ ყიდულობთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რეალურად არ ყიდულობთ თავად პროგრამულ უზრუნველყოფას; ამის ნაცვლად, თქვენ იღებთ ლიცენზიას პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისათვის, პროგრამული უზრუნველყოფის მფლობელის მიერ დადგენილი გარკვეული პირობებით. პროგრამული უზრუნველყოფის ინტელექტუალური საკუთრების უფლება რჩება გამყიდველზე.
Money Transfer – ფულის გადარიცხვა
ფულის გადარიცხვის კომპონენტი, ეხება პროგრამული უზრუნველყოფის საფასურის გადახდას. ეს შეიძლება მოიცავდეს ერთჯერად გადახდას, გამოწერაზე დაფუძნებულ მოდელს ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც ეფუძნება გამყიდველის ფასების სტრატეგიას. ზოგიერთი პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს უფასოდ, მხარდაჭერილი რეკლამებით ან სხვა საშუალებებით, ზოგი კი შეიძლება მოითხოვდეს შესყიდვის სრულ საფასურს ან განმეორებით გადახდას მუდმივი გამოყენებისა და მხარდაჭერისთვის.
Licensing – ლიცენზირება
ლიცენზირება განსაზღვრავს რას მიიღებთ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რისი გაკეთება შეგიძლიათ მასთან და გამყიდველის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. უფრო ზუსტად:
- გამოყენება: ლიცენზია განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, იქნება ეს პირადი, კომერციული, საგანმანათლებლო თუ სხვა მიზნებისთვის.
- ინსტალაცია: მას შეუძლია განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია ერთ მოწყობილობაზე ან მრავალ მოწყობილობაზე (კომპიუტერების კონკრეტულ რაოდენობაზე).
- გადანაწილება: ლიცენზიამ შეიძლება განსაზღვროს, შეგიძლიათ თუ არა პროგრამული უზრუნველყოფის სხვებისთვის გაზიარება, გაყიდვა ან გადაცემა.
- ცვლილებები: ზოგიერთმა ლიცენზიამ შეიძლება მოგცეთ უფლება შეცვალოთ პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდი, ზოგმა კი შეიძლება არ დაუშვას რაიმე ცვლილება.
- მხარდაჭერა და განახლებები: ლიცენზია შეიძლება შეიცავდეს დეტალებს მხარდაჭერისა და განახლებების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილია გამყიდველის მიერ გაცემული ლიცენზიის გამოყენების პერიოდის განმავლობაში.
გადამწყვეტია პროგრამული უზრუნველყოფის შეძენამდე ლიცენზირების პირობების გულდასმით გადახედვა და შესწავლა, რათა უზრუნველყოთ შესაბამისობა და თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემა. თითოეულ პროგრამულ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი უნიკალური ლიცენზირების პირობები, ამიტომ ყოველთვის მიმართეთ საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმებას (EULA) ან პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების პირობებს კონკრეტული დეტალებისთვის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გაურკვევლობა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია დაუკავშირდეთ გამყიდველს ან მათ მხარდაჭერის ჯგუფს.
ზემოაღნიშნული თემის უკეთ გასაგებად, განვიხილოთ ორი ოპერაციული სისტემის მაგალითი:
Windows
Microsoft Windows-ზე, ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს Microsoft Corporation-ი. თავად ლიცენზია, საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულება (EULA), არის მორგებული იურიდიული დოკუმენტი, რომელზეც უნდა დააწკაპუნოთ და დაეთანხმოთ პირობებს, რათა დააინსტალიროთ პროგრამული უზრუნველყოფა. წყაროს კოდი ზოგადად არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და Microsoft ავრცელებს მხოლოდ ოპერაციული სისტემის ორობით ასლებს. სამომხმარებლო პროდუქტების უმეტესობისთვის თქვენ გაქვთ უფლება დააინსტალიროთ პროგრამული უზრუნველყოფა ერთ კომპიუტერზე და არ გაქვთ უფლება გააკეთოთ Windows-ის საინსტალაციო მედიის ასლები განაწილებისთვის , გარდა სარეზერვო ასლისა. თქვენ არ გაქვთ პროგრამული უზრუნველყოფის რევერსიული ინჟინერიის უფლება. ეს არის საერთო პუნქტი ბევრ პროგრამულ ლიცენზიაში გამყიდველის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. თქვენ იხდით თანხას პროგრამული უზრუნველყოფის ერთ ეგზემპლარში, რომელიც მოგცემთ წვდომას მცირე განახლებებზე, შეცდომების გამოსწორებაზე და უსაფრთხოების პატჩებზე. მაგრამ არა ძირითად განახლებებს.
GNU/Linux
Linux-ი ეკუთვნის Linus Torvalds. მან მოათავსა კოდი ლიცენზიის ქვეშ, სახელწოდებით GNU General Public License version 2 (GPLv2). ეს ლიცენზია, სხვა საკითხებთან ერთად, ამბობს, რომ წყაროს კოდი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც ითხოვს და რომ ნებისმიერს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები. GPLv2 არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ღია კოდის ლიცენზია. იგი შეიცავს ძლიერ საავტორო უფლებების დებულებებს, რომლებიც მოითხოვს ნებისმიერი წარმოებული ნაწარმოების ან მოდიფიკაციის გამოშვებას იმავე GPLv2 ლიცენზიით. ის ასევე უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა შესაბამის წყაროზე.
ზოგადად, როცა ვინმე რაღაცას ქმნის, მას ასევე აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს და გავრცელდეს მისი პროგრამული უზრუნველყოფა. თავისუფალი და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა (FOSS) ეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, სადაც ეს უფლება დათმობილია; ნებისმიერს უფლება აქვს ნახოს საწყისი კოდი და გაავრცელოს იგი. ლინუს ტორვალდსმა ეს გააკეთა Linux-ით – მიუხედავად იმისა, რომ მან შექმნა Linux, მას არ შეუძლია აუკრძალოს ვინმეს მისი გამოყენება კომპიუტერზე, რადგან მან უარი თქვა ამ უფლებაზე GPLv2 ლიცენზიით.
ლიცენზიის კონკრეტულ სახეობებს უფრო დაწვრილებით განვიხილავ სხვა სტატიაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი, ან შემოგვიერთდეთ Discord ჯგუფში დისკუსიისთვის. 😉