დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელმაც შეარყია ყველაზე ცნობილი კომპანიების რეპუტაცია და ამით გამოწვია დიდი აჟიოტაჟი არა მხოლოდ ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში არამედ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში. ამ ადამიანის სახელია ადრიან ლამო (Adrian Lamo).
იგი დაიბადა 1981 წლის 20 თებერვალს ბოსტონში. გარკვეული პერიოდის მერე ის თავის ოჯახთან ერთად გადავიდა სანფრანცისკოში. სადაც გაატარა სასწავლო წლები.
მას ჰქონდა საკმაოდ რთული ცხოვრება, ხშირად მოგზაურობდა ქვყნის მაშტაბით და ცხოვრობდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეშე.
როდესაც მას შეუსრულდა 17 წელი მშობლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სანფრანცისკო, თუმცა ადრიანმა ამჯობინა სანფრანცისკოში დარჩენა, რადგან მისთვის უფრო მისაღები იყო დიდი და ხმაურიანი ქალაქების ცხოვრების სტილი.
მას არ გააჩნდა რაიმე პროფესიული განათლება არ ჰქონდა სახლი თუმცა რადგან ლამო ფლობდა კომპიუტერული სისტემების გატეხვისა და შეღწევის უნარებს, ის იწყებს მუშაობას მცირე ზომის კომპანიებში, რომლებშიც უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის კომპიუტერულ მხარდაჭერას, ამავდროულად ხშირად ღამე თავს აფარებდა აღნიშნულ ოფისებს.
შემდგომ ის 3 თვით იწყებს მუშაობას “ინფორმაციული უსაფრთხოების კონსულტანტად” ცნობილ “Levi strauss & CO“-ში ეს პირველი და უკანასკნელი სამუშაოა ამ დარგში, რომელიც ნახსენებია მის რეზიუმეში. მისი მომდევნო თანამდებობა რომელსაც ის იკავებდა 6 თვის განმავლობაში დაბურულია საიდუმლოებებით. თავად ადრიანიც არ ავრცელებდა აღნიშნული თანამდებობის შესახებ არანაირ ინფორმაციას. ამის შემდგომ მისთვის იწყება რამოდენიმე წლიანი მომთაბარე ცხოვრება ამერიკის მაშტაბით, ერთი პატარა ზურგჩანთით, რომელშიც მოთავსებულია მისი ნოუთბუქი, პირველადი დახმარების ნაკრები, მცირე ოდენობის ტანისამოსი და პლედი.
ზუსტად ცხოვრების ამ ეტაპზე გახდა ის ცნობილი დიდ კომპანიებზე თავდასხმებით და მათ ინფრასტრუკურაში შეღწევადობით. შეღწევებს ის ახორციელებდა დამოიკიდებლად. ხშირად თვეების განმავლობაში შეისწავლიდა და მოიძიებდა ინფორმაციას მსხვერპლების შესახებ. ის თავს მიიჩნევდა “ეთიკურ ჰაკერად” და ინფორმაციული თავისუფლების აკტივისტად.
2001 წელს ლამო გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც Microsoft-ის სისტემა გატეხა. მან შეაღწია კომპანიის უსაფრთხო ქსელში და მოიპოვა წვდომა სხვადასხვა შიდა სისტემებზე. ამის შემდეგ ის ნებაყოფლობით დაუკავშირდა მაიკროსოფტს და აცნობა აღმოჩენილი დაუცველობის შესახებ.
ის ასევე ცნობილია უსაფრთხოების სხვა დარღვევებით. მან შეაღწია The New York Times-ის, Google-ის, Cisco-ს, Intel-ის, Bank of America-ს, AT&T-ის Yahoo!-სა და AOL-ის სისტემებში, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების კომპიუტერებში არაერთხელ. შემდგომ ის დაუკავშირდა სისტემის მფლობელებს, რათა გაეფრთხილებინა დაუცველობის შესახებ და დახმარებოდა პრობლემების მოგვარებაში.
2010 წელს ლამო ცნობილი გახდა ჩელსი მენინგის საქმეზე სამართალდამცავებთან თანამშრომლობით. მენინგმა, რომელიც მაშინ აშშ-ს არმიაში მსახურობდა, WikiLeaks-ს უზარმაზარი რაოდენობის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტი მიაწოდა. ლამომ მოიპოვა წვდომა ამ დოკუმენტებზე და დაუკავშირდა სამხედრო ხელისუფლებას და მიაწოდა ინფორმაცია მენინგის შესახებ. ამან გამოიწვია მენინგის დაპატიმრება და შემდგომ სასამართლო პროცესი.
ლამოს ცხოვრებაში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დამოკიდებულების პრობლემები ჰქონდა. მას აწუხებდა ასპერგერის სინდრომი, რამაც გავლენა მოახდინა მის სოციალიზაციის უნარზე. 2018 წლის 14 მარტს ლამო 37 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს კანადაში. მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება.
ადრიან ლამომ დატოვა რთული მემკვიდრეობა კომპიუტერული უსაფრთხოებისა და ჰაკერების ეთიკის სფეროში. მისმა ქმედებებმა აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია. ზოგისთვის ის იყო გმირი, რომელიც ამხელდა დაუცველობას და აფრთხილებდა მათ ამის შესახებ, ზოგისთვის კი ის იყო დამპყრობელი, რომელმაც შეაღწია სხვა ადამიანების სისტემებში.
დღემდე მის თაყვანისცემლებს ლამო მიაჩნიათ ცოცხლად, რადგან მისი ბურუსით მოცული გარდაცვალების დეტალები, ოფიციალურად არ ჟღერდება და ბადებს ბვრ კითხვასა და თეორიას.
თქვენ რას ფიქრობთ ადრიანის გარდაცვალების შესახებ და თქვენის აზრით რატომ მალავენ ოფიციალურ დასკვას ამ ყველაფრზე.