შენიშვნა*:
სტატიის ავტორი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
სტატია ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს.
უსადენო ქსელში შექმნილი პრობლემების გასაანალიზებლად და აღმოსაფხვრელად ერთერთი მეთოდი, რომელსაც ქსელის ადმინისტრატორები და უსაფრთხოების სპეციალისტები (CyberSec) მიმართავენ, არის ქსელის მონიტორინგი.
ქსელის მონიტორინგს ასევე წარმატებით იყენებენ ადამიანები, რომლებსაც განძრახული აქვთ მოიპოვონ არა სანქცირებული წვდომა თქვენს WI-FI ქსელზე.
რა არის მონიტორინგის რეჟიმი
უკაბელო ქსელში, მონიტორინგის რეჟიმი არის WI-FI ადაპტერის ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მას დაიჭიროს მთელი უკაბელო ტრაფიკი მის დიაპაზონში, მათ შორის ტრაფიკი, რომელიც არ არის განკუთვნილი თავად ადაპტერისთვის. როდესაც WI-FI ადაპტერი მონიტორინგის რეჟიმშია, ის ფუნქციონირებს, როგორც უკაბელო სნიფერი ან პაკეტის ანალიზატორი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაიჭიროს და გააანალიზოს უკაბელო ქსელის ტრაფიკი.
მონიტორინგის რეჟიმის მხარდაჭერა
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა WI-FI ადაპტერს არ აქვს მონიტორინგის რეჟიმის მხარდაჭერა და ზოგიერთ ადაპტერზე მონიტორინგის რეჟიმის ჩართვა, შეიძლება საჭიროებდეს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან დრაივერებს.
იმის დასადგენათ უჭერს თუ არა მხარს ჩვენი WI-FI ადაპტერი მონიტორინგის რეჟიმს, საჭიროა გავიგოთ ჩვენი ინტერფეისის (დევაისის) სახელი.
ამის გაგება შესაძლებელია ip a, ifconfig და სხვა ბრძანებების მეშვეობით.
სახელის დადგენის შემდგომ, საჭიროა პროგრამულად გავთიშოთ აღნიშნული WI-FI მოწყობილობა.
sudo ip link set dev wlo1 down
შემდგომ გათიშული WI-FI ადაპტდერი, გადავიყვანოთ მონიტორინგის რეჟიმში დაბლა მოცემული ბრძანებით.
sudo iwconfig wlo1 mode monitor
თუ შეყვანილმა ბრძანებამ Terminal-ის ემულატორში არ გამოიტანა არანაირი შეტყობინება, ესე იგი ჩვენს WI-FI ადაპტერს აქვს მონიტორინგის რეჟიმის მხარდაჭერა. მოდით კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ ამაში:
sudo iwconfig
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოწყობილობის დასახელებას მოჰყვება mode:Monitor-ი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოწყობილობა მხარდაჭერილია და წარმატებით გადაირთო მონიტორინგის რეჟიმში.
wlo1 IEEE 802.11 Mode:Monitor Tx-Power=20 dBm
როგორ გავთიშოთ მონიტორინგის რეჟიმი
იმისათვის, რომ WI-FI ადაპტერი დავაბრუნოთ საწყის მდომარეობაში გამოვიყენოთ დაბლა მოცემული ბრძანება.
sudo iwconfig wlo1 mode managed
ამის შემდგომ, საჭიროა ჩავრთოთ ჩვენი WI-FI ადაპტერი:
sudo ip link set dev wlo1 up
გაითვალისწინეთ, რომ თქვენს WI-FI ადაპტერს შესაძლოა wlo1-ს ნაცვლად მიენიჭოს სხვა დასახელება.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა WI-FI-ის მაჩვენებელმა გაჭედოს და გვიჩვენებდეს, რომ WI-FI ქსელთან კავშირი არ არის დამყარებული. იმაში დასარწმუნებლად რეალურად გვაქვს თუ არა წვდომა WI-FI ქსელთან სასურველია გამოვიყენოთ ping-ი. მაჩვენებლის გამოსასწორებლად გადავტვირთოთ NetworkManager-ი.
sudo systemctl reload NetworkManager.service
P.S: გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ რეგიონში ან ქვეყანაში, მონიტორინგის რეჟიმის ან უკაბელო სნიფერის გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს იურიდიულ შეზღუდვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაეცნოთ ქვეყნ(ებ)ის კანონდებლობას და ადგილობრივ რეგულაციებს.