GNU/Linux ოპერაციული სისტემის მომხმარებლები ალბათ ხშირად შეგქმნიათ პრობლემა Windows-ის ჩამტვირთავი ფლეშკის შექმნისას.
გამოუცდელი მომხმარებლები ცდილობენ Wine-ს მეშვეობით გამოიყენონ Windows-ის ოპერაციული სისტემის ინსტრუმენტი და შექმნან ჩამტვირთავი ფლეშკა Rufus-ი გამოყენებით. აქ პრობლემა მდგომარეუბს იმაში, რომ wine-ით გაშვებული Rufus-ი ვერ ხედავს სისტემაში არსებულ USB მეხსიერების ბარათებს.
ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად მინდა გაგიზიაროთ პორგრამა, რომელსაც წლებია ვიყენებ. ეს არის პროგრამა WoeUSB, მას გააჩნია საკმაოდ მარტივი გრაფიკული ინტერფეისი, რაც გიმარტივებთ აღნიშნული პროგრამის გამოყენებას და უზრუნველყოფს ჩამტვირთავი Windows USB ფლეშკის შექმნას.
ზემო აღნიშნული პროგრამის დასაინსტალირებლად დაგჭირდებათ ქვემოთ მოცემული პაკეტების ინსტალირება:
sudo apt install git p7zip-full python3-pip python3-wxgtk4.0 grub2-common grub-pc-bin
ყველა პაკეტის წარმატებით ინსტალირების შემდეგ შეუდექით WoeUSB-ს ინსტალირებას:
sudo pip3 install WoeUSB-ng
ინსტალაციის დასრულების შემდგომ თქვენს აპლიკაციების სიაში იხილავთ მას
ვიმედოვნებ, რომ აღნისნული სტატია გამოსადეგი იქნება თქვენთვის.