Winget – ეს არისი პაკეტების მენეჯერი Windows-თვის, რომელიც შეიმუშავა MicroSoft-მა.
ის გაძლევთ საშუალებას დააყენოთ, გაანახლოთ და წაშალოთ პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს კომპიუტერზე, CMD-ის ან GUI ინტერფეისის მეშვეობით.
Winget-ი მხარს უჭერს დამოკიდებულებების ავტომატურ ინსტალაციას და აპლიკაციების ჩამოტვირთვას ოფიციალური პაკეტის საცავებიდან. გარდა ამისა მას შეუძლია შექმნას და მართოს ლოკალური მომხმარებლის პაკეტების რეპოზიტორიები (საცავები).
ის გახლავთ ღია წყაროს კოდი და მისი კოდი ხელმისაწვდომია GitHub-ზე, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი პაკეტები Winget-ში.
Winget-თან პარალელის გასავლებად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ apt პაკეტების მენეჯერი, რომელიც გახლავთ Debian-ის ოჯახის პაკეტების მენეჯერი.
Winget-ი გაძლევთ საშუალებას შექმნათ ბრძანებების სია. მისი გაშვების შემდეგ დაყენდება ყველა ის პროგრამა რომელიც სიაშია მითითებული ისე, რომ არ მოგიწევთ მათი ცალ-ცალკე გადმოწერა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი სწრაფი და კომფორტულია.
ინსტალაცია
თუ Windows-ის ოპერაციული სისტემა სრულად არის განახლებული, დიდი ალბათობით ეს პროგრამა უკვე გაქვთ. გადასამოწმებლად გახსენით cmd და დაწერეთ winget.
იმ შემთხვევაში თუ პროგრამა არ მოიძებნა, გახსენით Microsoft Store და დააფდეითეთ ან განაახლეთ App Installer-ი.
პროგრამის მოძებნა
მაგალითად თუ გსურთ დააყენოთ VS Code-ი. ამისთვის საჭიროა მოძებნოთ პროგრამის Id, გამოიყენება search არგუმენტი:
winget search vscode
როგორც სურათზე ჩანს, VS Code-ის Id არის Microsoft.VisualStudioCode.
პროგრამის დაინსტალირება
პროგრამის Id-ის მოძიების შემდგომ მისი დაყენება შეგვიძლია install არგუმენტით.
ინსტალაციისთვის გავწეროთ დაბლა მოცემული ბრძანება.
winget install Microsoft.VisualStudioCode
რამდენიმე პროგრამის ერთად დაინსტალირება
რაც შეეხება რამოდენიმე პროგრამის ერთად დაინსტალირებას მისი სინტაქსი ასეთია:
winget install Alacritty.Alacritty
winget install Git.Git
winget install Microsoft.VisualStudioCode
ხშირად გამოყენებული ბრძანებები
გვიჩვენებს ყველა პროგრამას, რომელსაც განახლება ესაჭიროება:
winget upgrade
ყველა პროგრამის განახლება:
winget upgrade --all
კონკრეტული პროგრამის დაყენება:
winget install google.chrome
სასურველი პროგრამის წაშლა:
winget uninstall google.chrome
სასურველი პროგრამის მოძებნა:
winget search "app name"
გვიჩვენებს ყველა პროგრამის სიას:
winget list
ალტერნატივები
winget არ არის ერთადერთი, მას აქვს რამოდენიმე ალტერანატივა.
ninite – აქვს მოსახერხებელი WEB ინტერფეისი.
chocolatey დაახლოებით იგივენაირად მუშაობს როგორც winget-ი უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას აქ.