კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Terminal-ის გარემოში!
ამ სტატიაში განვიხილავთ სახალისო და საჭირო Terminal-ის ბრძანებებს, რაც შეგძენთ გარკვეულ უნარებს და ასევე დაგეხმარებათ განტვირთვაში.
მოდით დავიწყოთ.
cowsay – პროგრამა, რომელიც წარმოქმნის ძროხის ASCII გამოსახულებას და გამოგვიტანს ჩვენს მიერ შეყვანილ ტექსტს.
fortune – პროგრამა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დააგენერირებს იუმორისტულ ციტატებსა და გამონათქვამებს.
screenfetch – ბრძანების ხაზის ინსტრუმენტი, რომელიც გვიჩვენებს სისტემის შესახებ მცირე ინფორმაციას Terminal-ის Emulator-ში.
cmatrix – ეს არის პროგრამა, რომელიც ტერმინალის ეკრანზე ქმნის მატრიცის ეფექტს.
figlet – წარმოქმნის პატარა სიმბოლოებისგან შექმნილ დიდ ASCII მხატვრულ ტექსტს.
toilet – გახლავთ figlet-ის მსგავსი პროგრამა, მაგრამ პერსონალიზაციის მეტი ვარიანტით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ტექსტი სხვადასხვა ფერებით, ფონებით და შრიფტებით.
oneko – ეს არის სათამაშო პროგრამა, რომელიც იძახებს კატას თქვენს კომპიუტერის ეკრანზე და დაჭერობანას ეთამაშება მაუსის კურსორს.
aafire – პროგრამა, რომელიც ქმნის ცეცხლის ეფექტს ASCII-ის გამოყენებით.
asciiquarium – აჩვენებს აკვარიუმის სიმულაციას ფერადი ASCII სიმბოლოების გამოყენებით.
curl eth0.me – აღნიშნული ბრძანების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი Public IP მისამართი ბრაუზერის გამოყენების გარეშე, თქვენს Terminal-ის ემულატორში. ის ასევე შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი Windows-ის ოპერაციულ სისტემაში თუმცა საჭიროებს curl-ის ინსტალაციას.
curl wttr.in/tbilisi – აღნიშნული ბრძანების მეშვეობით შეგვიძლია ვნახოთ ამინიდის პროგნოზი ჩვენთვის სასურველ ქალაქში.
telnet mapscii.me – ბრძანება, რომელიც უკავშირდება Telnet-ის მეშვეობით სერვერს და აჩვენებს რუკას ASCII სიმბოლოების გამოყენებით.
sl – იუმორისტული ბრძანება, რომელიც აჩვენებს მატარებლის ანიმაციას, როდესაც მომხმარებელი არასწორად აკრეფს ls ბრძანებას.
w3m – ტექსტზე დაფუძნებული ვებ ბრაუზერი, რომელიც Terminal Emulator-ში WEB სორფინგის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს.
კარგი ნამუშევარია
გმადლობ <3