ამ სტატიაში ვისწავლით, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ უფრო მეტად ანონიმურები ინტერნეტ სივრცეში, სწრაფად და ეფექტურად Anonsurf-ის დახმარებით.
შენიშვნა*: Anonsurf-ის TorIpTables და Tor Browser-ის გამოყენება არ იძლევა სრულფასოვანი ანონიმურობის გარანტიას Tor-ის ქსელში. ზემოთ ხსენებული ანონიმურობის შესანარჩუნებლად საჭიროა გარკვეული წესების დაცვა.
რა არის Anonsurf-ი ?!
დავიწყოთ იმით, რომ Anonsurf-ს არ შეგვიძლია ვუწოდოთ პროგრამა, რადგან ეს არის სკრიპტი, რომელიც უშვებს Tor-ის სერვისს, ახდენს ტრაფიკის და DNS-ის გადამისამართებას ანონიმური განაწილებული ქსელის, Tor-ის მეშვეობით.
Anonsurf-ის კიდევ ერთი პლიუსი
აღსანიშნავია ის, რომ მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გაუშვათ, გათიშოთ, შეცვალოთ, გადატვირთოდ Tor-ის სერვისი და შეამოწმოთ ამჟამინდელი გარე IP მისამართი.
სკრიპტს ასევე მოჰყვება I2P Router-ი, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემატიკა გახლავთ. დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია მოგაწოდოთ მასზე ინფორმაცია.
როგორ დავაყენოთ
იმისათივის, რომ სკიპტმა შეძლოს საჭირო სერვისების და მათი დამოკიდებულებების ჩამოტვირთვა, საჭიროა თქვენს GNU/Linux-ის დისტრიბუტივზე იქონითო git და wget პაკეტები, რის შემდგომაც შეუდგებით რეპოზიტორის დაკლონვას, დაბლა მოცემული ბრძანებით:
git clone https://github.com/Und3rf10w/kali-anonsurf.git
წარმატებული დაკლონვის შემდგომ, აუცილებლად გადაინაცვლეთ რეპოზიტორის directory-ში და სუპერ მომხმარებლის უფლებით გაუშვით საინსტალაციო ფაილი.
sudo ./installer.sh
სკრიპტის მუშაობა შემოწმებულია Georgia IT Helpers-ის ჯგუფის მიერ, სიაში მოცემულ დისტრიბუტივებზე:
- Debian
- Ubuntu
- Kali
- Parrot Sec OS
syntax-ი
syntax-ი შემდეგია:
sudo anonsurf [option]
P.S
ყველა არსებული ოფციის სანახავად Terminal-ის ემულატორში გაწერეთ Anonsurf-ი.