დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ერთ ერთ მეთოდს, თუ როგორ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ WIFI ქსელს Terminal-ის მეშვეობით.
ის განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც თქვენ გაქვთ WIFI მიმღები და არ გაგაჩნიათ გრაფიკული ინტერფეისი თქვენს Linux-ის დისტრიბუტივზე ან …..
მოკლედ მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი.
მოდით გადავიდეთ მის გამოყენებაზე.
გაჩვნებთ, მხოლოდ ძირითად ბრძანებებს, რათა შეძლოთ WIFI ქსელთან დაკავშირება, ხოლო უფრო მეტის ფუნქციონალის გასაგებად შეგიძლიათ დაიხმაროთ man-ი და help-ი.
ბრძანება/უტილიტა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ეს არის nmcli, თუმცა ვიდრე შეუდგებოდეთ მის გამოყენებას საჭიროა გაიგოთ, თქვენი WIFI-ი მოწყობილობის სახელი ifconfig ბრძანების მეშვეობით. ვინაიდან სხვა და სხვა დისტრიბუტივებში ერთი და იგივე მოწყობილობას შესაძლოა მიენიჭოს, განსხვავებული WIFI-ის ინტერფეისის სახელი და ეს არ ეხება მხოლოდ WIFI-ს.
მაგალითად როგორებიცაა:
- wlan0
- wlp5s0
- wlo1 და სხვა…
ჩავთვალოთ, რომ გაიგეთ თქვენი WIFI ინტერფეისის სახელი, შემდგომ საჭიროა გაუშვათ WIFI ქსელების სკანირება დაბლა მოცემული ბრძანებით, სადაც wlan0-ის ნაცვლად დაწერთ თქვენი ინტერფეისის სახელს.
nmcli d wifi list ifname wlan0
როდესაც იპოვით თქვენთვის სასურველ (წვდომის წერტილს) ქსელს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას შემდეგნაირად.
nmcli d wifi connect “SSID” password “P@ssw0rd” ifname wlan0
ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი მოისურვებთ ქსელთან კავშირის შეწყვეტას გამოიყენეთ ეს ბრძანება.
nmcli d wifi disconnect wlan0