ეს სტატია სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს კომპიუტერში არსებული ფიზიკური ოპერატიული მეხსიერების გაზრდა დამატებითი ხარჯების გარეშე.
იმისათვის, რომ უკეთ მივხვდეთ SWAP ის არსს, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ კომპიუტერს გააჩნია ორი სახის მეხსიერება:
- ოპერატიული მეხსიერება (RAM)-ი, ეს არის დროებითი მეხსიერება და გამოიყენება იმისათვის, რომ პროცესორმა შეძლოს გაშვებული პროგრამებიდან მონაცემების სწრაფად დამუშავება.
- მუდმივი მეხსიერება (ROM)-ი, ის ინახავს ჩვენს პროგრამებს, მონაცემებს, სერვისის ფაილებს და სხვა დანარჩენს. ეს მეხსიერებებია:
- მყარი დისკები
- SSD დისკები და ფლეშ მეხსიერება.
რა არის SWAP-ი და როგორ მუშაობს ის?
SWAP-ი ასევე ცნობილია როგორც (SWAP ფაილი). ეს არის ჩვენი სისტემის მყარ დისკზე განთავსებული ფაილი, რომელიც ასრულებს ჩვენი ფიზიკური ოპერატიული მეხსიერების როლს, რათა განტვირთოს ის და სწრაფად მიაწოდოს პროცესორს, გაშვებული აპლიკაციებისთვის განკუთვნილი მონაცემები. თუმცა SWAP-ი არ გულისხმობს მხოლოდ ფაილს ის ასევე შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ცალკე ფართი მყარ დისკზე რომელსაც იგივე როლი აკისრია.
როდესაც ოპერაციული სისტემა ხედავს დროებით არასაჭირო მონაცემებს ფიზიკურ ოპერატიულ მეხსიერებაზე, ის გზავნის მათ SWAP-ში. მაგალითად თუ დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს გახსნილი Web Browser-ი ან ნებისმიერი სხვა პროგრამა და მასთან არავინ მუშაობს, სისტემა გადააგდებს მას SWAP-ში. ხოლო, როდესაც ოპერაციული სისტემა, დაინახავს ამ სახის პროგრამებთან მუშაობის განახლების პროცეს, ის SWAP-იდან უკან დაუბრუნებს ამ პროგრამის მონაცემებს ოპერატიულ მეხსიერებას.
თვალსაჩინოებისთვის მისი მუშაობის პრიციპი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ სურათზე.
swap როგორ დავაყენო კომპიუტერზე?
ამ საკითხს ახლო მომავალში შევეხებით YouTube ვიდეოს ან საიტზე სტატიის განთავსების სახით.