იცოდით თუ არა, რომ Arch Linux-ის დაყენება შეიძლება მასში ჩაშენებული სკრიპტით. ეს არის მეთოდი, რომელიც გაგიმარტივებთ მის ინსტალაციას.
ამ სკრიპტის გაშვება შეგიძლიათ archinstall ბრძანების მეშვეობით თუმცა, ხშირად ხდება ისე, რომ ის არ იშვებს ამის მეზეზი კი მოძველებული GPG გასაღებებია.
თავდაპირველად, როდესაც ჩაიტვირთებით Arch Linux Live CD-ში და გაწერთ ბრძანება archinstall-ს თქვენ იხილავთ სურათზე მოცემულ შეცდომის შეტყობინებას.
მოდით შევუდგეთ ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებას. პირველ რიგში გირჩევთ გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენს კომპიუტერს აქვს ინტერნეტთან კავშირი. ამის გაგება შეიძლება ping ბრძანების მეშვეობით. მაგალითისთვის გაპინგეთ archlinux.org-ი.
ping -c 4 archlinux.org
როდესაც დარწმუნდებით ინტერნეტთან კავშირის არსებობაში სასურველია გაასწოროთ დროის ზონის სარტყელი ამის შემდგომ კი გაანახლოთ მოძველებული GPG გასაღებები.
timedatectl set-ntp true
timedatectl set-timezone Asia/Tbilisi
pacman -Sy archlinux-keyring
ხელახლა გაუშვით ბრძანება archinstall-ი.
pacman -Sy archinstall
თქვენ ნახავთ, რომ ინსტალაციის სკრიპტი წარმატებით ამუშავდება.