დღევანდელ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ერთ ერთი მეთოდი თუ, როგორ დავაყენოთ Arch Linux-ის დისტრიბუტივი.
მისი დაყენება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურ მოწყობილობაზე ასევე თქვენთვის სასურველ Virtual Manager-ში.
იმისათვის თუ გსურთ დააყენოთ Arch Linux-ის დისტრიბუტივი ფიზიკურ მოწყობილობაზე დაგჭირდებათ USB მეხსიერების ბარათი 2+ GB ტევადობის, ინტერნეტ კავშირი და ასევე თავად დისტრიბუტივი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩამოტვირთოთ მხოლოდ და მხოლოდ Arch-ის ოფიციალური ვებ გვერდიდან archlinux.org.
თუ თქვენ უკვე გამოიყენებთ GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემას ჩამტვირთავი მეხსიერების ბარათის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ DD ბრძანება.
მოგიწოდებთ იყოთ ყურადღებით, რათა შემთხვევით არ გადააწეროთ Arch Linux-ი თქვენთვის არასასურველ მყარ დისკს.
dd if=arch.iso of=/dev/sdaX
Windows-ის შემთხვევაში კი შეგიძლიათ გამოიყენოთ Rufus-ი.
თუ არ იცით როგორ გამოიყენოთ Rufus პროგრამა, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატიით.
როდესაც შექმნით ჩამტვირთავ USB ბარათს შეგიძლიათ შეუდგეთ დისტრიბუტივის ინსტალირებას.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ უსადენო ინტერნეტ კავშირით, WIFI-სთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ:
wifi-menu
მოდით PING ბრძანების დახმარებით დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ინტერნეტ კავშირი.
ping 8.8.8.8
სტატიაში განხილული მეთოდი არის განკუთვნილი მათთვის ვინც აყენებს Arch-ს ერთ საძირკველ ფართზე.
მოდით შევუდგეთ ჩვენი ფართის შექმნას
cfdisk /dev/sdaX
დავაფორმატოთ ჩვენი ფართი EXT4 ფაილურ სისტემაში.
mkfs.ext4 /dev/sdaX
წარმატებული ფორმატირების შემდგომ საჭიროა დააერთოდ თქვენი ფართი /mnt დირექტორიაში.
mount /dev/sdaX /mnt
ჩამოტვირთედ საბაზისოდ საჭირო პაკეტები:
pacstrap /mnt base linux linux-firmware
დააგენერირეთ fstab-ს საკონფიგურაციო ფაილი იმისათვის, რომ თქვენს მიერ შექმნილი ფართები სისტემის ჩატვირთვისას ავტომაურად დამონტაჟდნენ.
genfstab -U /mnt >> /mnt/etc/fstab
ახლა კი გადავინაცვლოთ /mnt-ი დირექტორიაში.
arch-chroot /mnt
გავასწოროთ საათი.
hwclock --systohc --utc
დააყენეთ vim ედიტორი
pacman -Sy vim
შემდგომ საჭიროა აირჩიოთ კოდირება, რომელიც განსაზღვრავს ენისა და ლოკაციის პარამეტრებს. ამისათვის გაუშვით ბრძანება და წაუშალეთ დიეზი თქვენთვის სასურველ კოდირებას.
vim /etc/locale.gen
გირჩევთ აირჩიოთ ინგლისური en_US.UTF-8 UTF-8 კოდირება.
გაანახლეთ კოდირების სიაში შეტანილი ცვლილებები.
locale-gen
ასევე არ დაგავიწყდეთ დაუნიშნოთ hostname-ი თქვენს კომპიუტერს.
echo HOSTNAME > /etc/hostname
ჩამოტვირთეთ და დააყენეთ Grub-ის ჩამტვირთავი.
pacman -Sy grub
grub-install /dev/sda
grub-mkconfig -o /boot/grub/grub.cfg
ასევე არ დაგავიწყდეთ DHCP კლიენიტის ჩამოტვირთვა და autostart-ში დამატება.
pacman -Sy dhcpcd
systemctl enable dhcpcd.service
მოდით ასევე დავუნიშნოთ ჩვენს root მომხმარებელს პაროლი.
passwd root
გამოდით და გადატვირთედ თქვენი კომპიუტერი.
exit
reboot
გადატვირთვის შემდგომ სისტემა წარმატებით ჩაიტვირთება და შეგეძლებათ მისი გამოყენება. აქვე ავღნიშნავ იმ ფაქტს, რომ ეს ინსტალაცია არის ყოვლგვარი GUI გარეშე.
კითხვების შემთხვევაში დატოვეთ კომენტარები 😉