ალბათ ყველას გქონიათ კითხვა, როგორ შევინახოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები ისე, რომ არ დავკარგოდ ისინი და თან ამავდროულად გვქონდეს ამ მონაცემთა სარეზერვო ასლი?
პასუხი მარტივია RAID მასივი.
რა არის RAID-ი, მცირი ისტორია მის შესახებ
RAID (Redundant Array of Inexpensive Disks), შეგვიძლია გადავთარგმნოთ, როგორც “იაფი დისკების ზედმეტი მასივი”. დასახელება ჩამოყალიბდა იმ დროის პერიოდში, როდესაც დიდი ტევადობის დისკები ღირდა საკმაოდ ძვირი და უფრო იაფი იყო იაფი დისკებისგან შემდგარი ერთი სისტემის აწყობა, ანუ იაფი დისკების ერთმანეთთან გაერთიანება.
სინამდვილეში მისი არსი იმ დროიდან არ შეცვლილა, თუმცა დღეს შესაძლებელია RAID მასივის აწყობა ძვირადღირებული და დიდი ტევადობის დისკების დახმარებითაც. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ RAID მასივის შესაქმნა საჭიროებს ერთი და იგივე ტევადობის მყარი დისკების გამოყენებას. ასევე სასურველია ერთი და იმავე მწარმოებლის მყარი დისკების გამოყენება.
რა სახის RAID-ები არსებობს
შესაძლოა გსმენიათ კიდეც RAID 0 და RAID 1-ს შესახებ. მაგრამ იცით თუ არა, რითი განსხვავდებიან ისენი?
RAID მასივები განსხვავდება დონეებით ანუ Level-ებით. სტატიის ფარგლებში შევეცდები მაქსიმალურად მარტივ ენაზე აგიხსნათ RAID საფეხურების შესახებ, რათა შეიქმნათ მინიმალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ გაერთიენებული მყარი დისკები.
ლამის დამავიწყდა 🙂
RAID მასივი შეიძლება იყოს, როგორც აპარატურული ასევე პროგრამული. აპარატულში გამოიყენება სპეციალური RAID Controler-ი ხოლო პროგრამულში კი რაც არუნდა უცნაური ჟღერდეს, პროგრამა. 😉
შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენს საიტზე ხელსაწყოებში განთავსებული RAID-მასივების გამომთვლელით.
RAID-ის Level-ბი
RAID 0-ის კონფიგურაცია ეს არის მხოლოდ სისწრაფე. მას არაფერი გააჩნია უსაფრთხოების თვალსაზრისით. RAID 0-ის შესაქმნელად დაგვჭირდება მინიმუმ ორი მყარი დისკი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღებთ ორი მყარი დისკის, ჯამის ტევადობას და მასზე ჩაწერილი ინფომაცია გაიჭრება და თანაბრად განაწილდება ორივე მყარ დისკზე, თუმცა ნებისმიერი ერთი მყარი დისკის გაუმართაობისას ჩვენ ვკარგავთ მასზე განლაგებულ ინფორმაციას.
RAID 1-თვის ასევე დაგვჭირდება მინიმუმ ორი მყარი დისკი. ის არის საიმედო, რადგან ერთი მყარი დისკი გამოიყენება სარეზერვოდ. მისი მეშვეობით ჩვენ მივიღებთ ერთი დისკის მოცულობას, სამაგიეროდ ჩვენი ინფორმაცია ორმაგ დაცული იქნება დაკარგვისგან.
აღნიშნული კონფიგურაცია გავლენას არ ახდენს წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეზე, სადაც მყარი დისკების ოდენობა ყოველთვის უნდა შეადგენდეს ლუწ ოდენობას, თუმცა ის არ გზღუდავთ მყარი დისკების რაოდენობაში.
RAID 10 თავისთავში აერთიანებს ყველა საუკეთესო მხარეებს, რომლებიც ახასიათებს RAID 1-სა და RAID 0 და აერთიანებს ერთ სისტემაში. მაგალითად, 4 დისკის გამოყენებით მასზე ჩაწერილი ინფორმაცია პარალელურად იწერება ორ მყარ დისკზე და ასევე პარალელურად ხდება მისი რეზერვული ასლის შენახვა დარჩენილ ორზე. ჯამში მივიღებთ ორჯერ დიდ ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარეს და ორი მყარი დისკის ჯამის ტევადობას 4-დან. იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი ორი მყარი დისკი დაზიანება თქვენ არ დაკარგავთ არანაირ ინფორმაციას, რაც შესანიშნავია.
RAID 5-ი შექმნილია მონაცემების დასაცავად მყარი დისკების დაზიანების შემთხვევაში. ამ კონფიგურაციისთვის საჭიროა მინიმუმ სამი მყარი დისკი, რომელშიც ერთი მყარი დისკი გამოიყენება სარეზერვო ასლების შესანახად და აღსადგენად.
მაგალითისთვის, თუ ჩვენ გავაერთიანებთ აღნიშნულ მასივში 8 დისკს ჩაწერა წაკითხვისთვის, ჩვენ მოგვეწოდება მხოლოდ 7 მყარი დისკის ტევადობა. რადგან მონაცემები პარალელურად იწერება 7-ვე მყარ დისკზე, ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარე საკმაოდ მაღალია, თუმცა კარგი RAID Controler-ის გარეშე, ჩაწერის სიჩქარე იქნება საკმაოდ დაბალი. ასევე ნებისმიერი მყარი დისკის წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მონაცემების აღდგენის სიჩქარე საკმაოდ დაბალი იქნება.