დღევანდელი სტატიის ფარგლებში განვიხილავთ მცირე ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის კომპიუტერული ქსელი და გავეცნობით მათ სახეობებს.
კომპიუტერული ქსელი ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ან რამდენიმე კომპიუტერი, რომლებსაც შეუძლიათ გადასცენ ერთმანეთს სხვა და სხვა სახის ინფორმაცია.
ინტერნეტი ეს არის ქსელთა ქსელი, რომელიც აერთიანებს (აკავშირებს) მილიარდობით მოწყობილობას ერთმანეთთან მთელი პლანეტის მაშტაბით.
მაგალითისთვის, თქვენი კომპიუტერი ან სმართფონი არის დაკავშირებული WIFI-ის ქსელთან. შემდგომ WIFI ქსელი უკავშირდება ინტერნეტ პროვაიდერს, რომელიც უზრუნველყოფს მილიარდობით კომპიუტერთან კავშრის.
სტატიაში დეტალურად არ განვიხილავთ კავშირის პრინციპებს, თუმცა შევეხებით მათ სახეობებს და გაგაცნობთ მათ მნიშველობებს.
PAN
PAN ქსელი განიმარტება, როგორც (Personal Area Network). ეს არის ადამიანის გარშემო არსებული ქსელი, რომელიც წარმოდგენს ისეთი მოწყობილობების ერთობლიობას როგორებიცაა: პერსონალური კომპიუტერი, სმართფონი და პლანშეტი. პერსონალური ქსელი შეიძლება გამოიყენებოდეს, როგოც მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაცვლისათვის ასევე უფრო მაღალი დონის ქსელთან, როგორიცაა გლობალური ქსელი.
PAN ქსელის კავშირისთვის გამოიყენება უსადენო წვდომის ტექნოლოგიები როგორებიცაა Bluetooth და WIFI რომელსაც შეუძლია მუშაობა მცირე დისტანციებზე.
LAN
LAN ქსელი ეს არის (Local Area Network) კომპიუტერული ქსელი, რომელიც ჩვეულებრივ ფარავს მცირე ზომის ტერიტორიას, როგორიცაა მაგალითად საცხოვრებელი, სკოლა, ლაბორატორია, უნივერსიტეტი და მრავალი სხვა… მას უწოდებენ ლოკალურ ქსელს.
VLAN
განიმარტება, როგორც (Virtual Local Area Network). ის გამოიყენება ერთი ქსელის მრავალ ქვე-ქსელად დასაყოფად, რაც უზრუნველყოფს კომპიუტერების ქსელის ერთმანეთისგან იზოლირებას. მას გამოიყენებენ დიდი და მცირე ზომის კომპანიები, სასწავლო დაწესებულებები და სხვა…
WLAN
WLAN არის იგივე LAN კავშირი ერთი ძირითადი სხვაობით, რომელშიც ნაგულისხმევია ორი ან მრავალი მოწყობილობის ერთმანეთთან კავშირი უსადენო (უკაბელო) გზით. ის ასევე გამოიყენება მცირე ზომის ტერიტორიებზე.
WAN
Wide Area Network, არის გლობალური კომპიუტერული ქსელი. მარტივად რომ ვთქვათ ეს არის ინტერნეტი. თუ კი ვსაუბრობთ WAN კონექტორზე, მაშინ ვგულისხმობთ კონექტორს როუტერზე, რომელშიც არის დაკავშირებული პროვაიდერიდსგან მომავალი კაბელი.
MAN
Metropolitan Area Network, ეს არის ქსელი, რომელიც უფრო მცირე ზომისაა ვიდრე WAN-ი და უფრო დიდი ზომის ვიდრე LAN-ი. იგი გამოიყენება დიდ ქალაქებში კამპუსების დასაკავშირებლად და გამოიყენებს, ოპტიკურ ბოჭკოვან კავშირს.
VPN
ბევრ თქვენთაგანს სმენია ან გამოუყენებია VPN-ი მაგრამ იცით თუ არა მისი მნიშვნელობა ?
Virtual Private Network, ვირტუალური პრივატული ქსელი. ის გამოიყენება დისტანციაზე მყოფ ლოკალურ ქსელზე წვდომის მისაღება, ეგრეთ წოდებული დაშიფრული გვირაბის მეშვეობით, გლობალური ქსელის გამოყენებით. მისი საშუალებით მომხმარებლებს ეძლევათ გაგზავნონ და მიიღონ მონაცემები ისე თითქოს მათი მოწყობილობები პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული ლოკალურ ქსელთან.