დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ისეთ შესაძლებლობაზე, რომელიც გაგვიმარტივებს და კომფორტულს გახდის დიდი ზომის ფაილებთან მუშაობას. ამ შესაძლებლობას კი გვაძლევს უტილიტა, რომელსაც ჰქვია split-ი.
split გვაძლევს საშუალებას გავყოთ ნებისმიერი სახისა და ზომის ფაილი ჩვენთვის სასურველ ფრაგმენტებად. split-ს შეუძლია ფაილი გაყოს, როგორც თანაბარ ნაწილებად ასევე ბაიტების რაოდენობის მითითებით.
უტილიტასთან მუშაობის სინტაქსია
split [OPTION]… [FILE [PREFIX]]
მაგალითისთვის თუ ჩვენ ავიღებთ დიდი ზომის ფაილს და გავუწერთ ქვემოთ მოცემულ ბრძანებას ოფციის გარეშე, მაშინ ის დაიყოფა 256 KB მოცულობის ფაილის ნაწილებად.
split LINUX.tgz
მოდით ავიღოთ იგივე დასახელების ფაილი LINUX.tgz, რომლის ზომა გახლავთ 1000 MB და დავყოთ ის 200 MB ფაილის ფრაგმენტებად.
split -b 200M LINUX.tgz
split უტილიტის მეშვეობით ასევე გვეძლევა საშუალება დავყოთ ფაილი ზუსტი რაოდენობის ნაწილებად ზომის მითითების გარეშე.
split -n 2 LINUX.tgz
საწყისად split ქმნის ფაილებს xaa xab დასახელებით და ასე შემდეგ… იმისათვის, რომ შევძლოთ ფაილის ნაწილების დანომრვა შეგვიძლია გავწეროთ შემდეგი ბრძანება. იგი დაინომრება შემდეგი თანამიმდევრობით x0000 x0001 და ასე შემდეგ…
split -n 2 -d LINUX.tgz
გარდა დანომრვისა შეგვიძლია ფაილის ნაწილებს დავარქვათ ჩვენთვის სასურველი სახელი. ფაილების ნაწილებს დავარქვათ linux.split. ეს გამოსადეგია მაშინ, როდესაც ერთი და იგივე დირექტორიაში არსებულ რამოდენიმე ფაილს ვყოფთ ნაწილებად.
split -n 2 -d LINUX.tgz linux.split.
რაც შეეხება გაყოფილი ფაილების გაერთიანებას ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანება “cat”.
იმ შემთზვევაში თუ ვაერთიანებთ ფაილის ორ ნაწილს
cat linux.split.x0000 linux.split.x0001 > LINUX-RESTORED.tgz
იმ შემთხვევაში თუ ვაერთიენაბთ ფაილის მრავალ ნაწილს
cat linux.split.* > LINUX-RESTORED.tgz
სასურველია დატესტოთ ამ უტილიტის შესაძლებლობები, მათ შორის ფაილის გაყოფა, შემდგომ მათი გაერთიანება და ორიგინალი და აღდგენილი ფაილის HASH SUM-ების შედარება.
თუ არ იცით რა არის და რა როლი აკისრია HASH SUM-ას შეგიძლიათ იხილოთ აქ.
როდესაც ვაზიარებთ ფაილის ნაწილებს სასურველი და რეკომენდირებულია მიმღებს მივაწოდოთ საწყისი ფაილის HASH SUM-ა, რათა ის იყოს დარწმუნებელი ფაილის ორიგინალობაში.
ვფიქრობ split უტილიტის შესახებ ზემოთ მოცემული ინფორმაცია საკმარისია მისი ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუმცა დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარები.