დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ MicroSoft ანგარიშის შესახებ.
ბევრისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ MicroSoft-ის ოპერაციულ სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი Windows 11-ში, ოპერაციული სისტემის ინსტალირების შემდგომ თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყენოთ ოპერაციული სისტემა, თუ არ გაქვთ MicroSoft ანგარიში, განსხვავებით Windows 10-გან, სადაც გეძლეოდათ საშუალება შეგექმნათ ლოკალური მომხმარებლის ანგარიში ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე.
ონლაინ ანგარიშის გახსნის თავიდან ასარიდებლად არსებობს მრავალი მეთოდი, თუმცა დღევანდელი სტატიის ფარგლებში გაგიზიარებთ მათშორის ყველაზე სწრაფ და ადვილ მეთოდს.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ შეიძინეთ ახალი კომპიუტერი ან გადააყენეთ ოპერაციული სისტემა, რის შემდგომაც, Windows-ის ოპერაციული სისტემა მოგთხოვთ ანგარიშის შეყვანას.
მაგალითისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი:
ველში, სადაც ის გთხოვთ მომხმარებლის შეყვანას ჩაწერეთ no@thenkyou.com, ხოლო password-ის ველში შეიყვანეთ ნებისმიერი მნიშვნელობა ლათინური ასოებით, რომლის დამახსოვრებაც არ არის საჭირო! 😉
ამ ნაბიჯების გავლის შემდგომ, იხილავთ სურათზე მოცემულ შეცდომას.
Next ღილაკზე დაწკაპების შემდგომ, გეძლევათ საშუალებ შექმნათ ლოკალური მომხმარებლის ანგარიში.
მაგალითისთვის მე შევქმნი “gith” მომხმარებელს თქვენ კი შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერ თქვენთვის სასურველი.
შემდეგი ეტაპია მომხმარებლისთვის პაროლის დანიშვნა, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუმცა მისი დანიშვნა რეკომენდირებულია.