ამ სტატიაში გავაგრძელებთ ADB-ს თემას და შემოგთავაზებთ ADB-ს ძირითადი ბრძანებების ჩამონათვალს თქვენი სმართფონის სამართავად. ADB-ით შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერ დროს მთავარია გქონდეთ ტელეფონი და USB-კაბელი, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაშიც გვაქვს კარგი გამოსავალი თუმცა ამ გამოსავლით, რომ ვისარგებლოთ საჭიროა ჩვენს ტელეფონს ქონდეს WIFI Debuging-ის მხარდაჭერა. ABD-ს გამოყენება დააჩქარებს სამუშაო პროცესს და დაგიზოგავთ უამრავ დროს.
თუ არ იცით რა არის ADB შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი წინა სტატია “ვმართოთ Android ADB-ს მეშვეობით“.
| ბრძანებები | განმარტება |
| adb devices | გვიჩვენებს დაკავშირებული მოწყობილობების სიას. |
| adb reboot | გადატვირთავს მოწყობილობას. |
| adb reboot recovery | გადატვირთავს მოწყობილობას აღდგენის რეჟიმში (recovery). |
| adb reboot bootloader | გადატვირთავს მოწყობილობას fastboot-ის რეჟიმში. |
| adb install app.apk | დააყენებს კომპიუტერში არსებულ APK გაფართოების ფაილს მეხსიერების ბარათზე. |
| adb install -f app.apk | დააყენებს APK გაფართოების ფაილს შიდა მეხსიერებაზე. |
| adb install -t app.apk | დააყენებს APK აპლიკაციას ტესტირებისთვის. |
| adb uninstall com.app.example | აპლიკაციის წაშლა. |
| adb shell | გამოიძახებს Android-ის კონსოლს (shell) ბრძანებების შესაყვანად. |
| adb shell screencap /sdcard/screenshot.png | შექმნის screenshot-ს. |
| adb shell screenrecord /sdcard/video.mp4 | ჩაწერს screencast-ს. |
| adb shell dumpsys package com.app.example | გამოაქვს ინფორმაცია აპლიკაციის შესახებ. |
| adb shell pm list packages | გვიჩვენებს დაყენებული აპლიკაციების სიას. |
| adb backup -apk -shared -all -f C:\backup.ab | ქმნის სარეზერვო ასლს. |
| adb restore C:\backup.ab | სარეზერვო ასლის აღდგენა. |
| adb tcpip 5555 | ამყარებს კავშირს TCP/IP პროტოკოლით 5555 Port-ის გამოყენებით. |
| adb connect 192.168.0.100 | ამყარებს კავშირს მოწყობილობასთან (IP). |
| adb disconnect 192.168.0.100 | წყვეტს მოწყობილობასთან კავშირს. |
| adb pair host:port pin | აკავშირებს ორ მოწყობილობას და ანიჭებს სანდოობის სტატუსს (შემდგომი გამოყენებისას კი ვიყენებთ adb connect-ს). |
| adb sideload /sdcard/firmware.zip | აყენებს Firmware-ს, როდესაც მოწყობილობა იმყოფება recovery-ში. |
| adb push C:\app.apk /sdcard/Download | ატვირთავს ფაილებს და დირექტორიებს კომპიუტერიდან მოწყობილობაზე. |
| adb pull /sdcard/video.mp4 C:\Users\Overclocker\Downloads | ჩამოტვირთავს ფაილებსა და დირექტორიებს სმართფონიდან. |
| adb start-server | daemon-ის გაშვება. |
| adb kill-server | daemon-ის შეჩერება. |
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარები ან შემოგვიერთდეთ ჩვენს Discord ჯგუფში.