დღევანდელ სტატიაში განვიხილავ MariaDB Server-ის ინსტალაციას Android მოწყობილობებზე Termux-ის გარემოში.
პირველ რიგში გავამახვილებ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ Play Store-დან ჩამოტვირთლი Termux-ი საკმაოდ მოძველებულია და არ ფუნქციონირებს გამართულად.
ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად შეგვიძლია იგი გადმოვწეროთ ოფიციალური github გვერდიდან APK გაფართოების ფაილით ან ვისარგებლოთ Play Store-ს საკმაოდ პოპულარული ალტერნატივით, რომლის სახელიცაა F-Droid.
კომფორტული მუშაობისთვის გამოვიყენებ ssh კავშირს. თუ როგორ გავმართოდ ssh server-ი Termux-ში იხილეთ აქ.
Termux-ის ინსტალაციის შემდეგ სასურველია განვაახლოთ პაკეტების სია და თავად პაკეტები, ამისათვის საჭიროა გავწეროთ დაბლა მოცემული ბრძანებები.
pkg update && pkg upgrade -y
შემდგომ ჩამოვტივირთოდ MariaDB Server-ი
pkg install mariadb
MariaDB Server-ის გასაშვებად გავწეროთ
mysqld_safe -u root &
დავუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა ბაზას ქვემოთ მოცემული ბრძანებით
mysql -u $(whoami)
როგორც სურათზე ხედავთ MariaDB Server-თან კავშირი წარმატებით დამყარდა.
P.S: ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა რა საჭიროა MariaDB Server-ი.
იგი ინტეგრირდება WEB Application-ების დიდ ნაწილთან, ამიტომ მისი მეშვეობით შეგიძლიათ Termux-ში გამართოთ თქვენთვის სასურველი რიგი WEB Application-ები ან გამოიყენოთ სავარჯიშო მიზნით.